Maersk სიამაყით აცხადებს მნიშვნელოვან მიღწევას საერთაშორისო სარკინიგზო მულტიმოდალურ გადაზიდვებში – იაპონიიდან შუა დერეფნის მეშვეობით პირველი საცდელი გადაზიდვა წარმატებით განხორციელდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს მარშრუტი ეფექტიანად აკავშირებს აზიასა და ევროპას.
მარშრუტი: ნაგოია (იაპონია) – ცინგდაო (ჩინეთი) – სიანი (ჩინეთი) – ფოთი (საქართველო) – ამბარლი (თურქეთი)
ეს წარმატებული გადაზიდვა კიდევ ერთხელ აჩვენებს შუა დერეფნის შესაძლებლობებს, როგორც ალტერნატიულ და სტრატეგიულ სავაჭრო მარშრუტს. Maersk-ის მიზანია, მომხმარებლებს სრული, ინტეგრირებული და საიმედო ლოგისტიკური სერვისები შესთავაზოს, რაც მათ საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტიანად და მარტივად დააკავშირონ აზიური და ევროპული ბაზრები.
„მოხარულნი ვართ, რომ შევძელით ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ეტაპის წარმატებით შესრულება. ეს არამარტო ამყარებს ჩვენს პოზიციებს იაპონურ ბაზარზე, არამედ აჩვენებს, რომ შუა დერეფანი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩინეთიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან საქართველოში, აზერბაიჯანში და ცენტრალური აზიის ქვეყნებში (ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი) ტვირთების გადაზიდვისთვის. ამგვარად, კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, დივერსიფიკაცია გაუკეთონ საკუთარ მიწოდების ჯაჭვებს“ – აღნიშნა ირაკლი დანელიამ, Maersk-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა.
ეს მიღწევა საფუძველს უყრის ახალი პარტნიორობის შექმნას და მულტიმოდალური ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესებას. Maersk მუდმივად მუშაობს ინოვაციებზე, რათა მომხმარებლებს უმაღლესი დონის სერვისები შესთავაზოს. გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხებებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო ვაჭრობისთვის დივერსიფიკაცია აუცილებელი გახდა. Maersk მზადაა, მომხმარებლებს შესთავაზოს მორგებული გადაწყვეტილებები, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ შუა დერეფნის სარკინიგზო გადაზიდვები, რაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
Min Young Kim-მა, Maersk-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის ტვირთის რისკების მართვისა და მულტიმოდალური ტრანსპორტირების ხელმძღვანელმა, დასძინა:
„შუა დერეფანი დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს იაპონურ და სამხრეთ კორეულ კომპანიებს, რომლებიც ტვირთებს ევროპაში გზავნიან. ეს მარშრუტი არა მხოლოდ ამცირებს ტრანსპორტირების დროს, არამედ აძლიერებს მიწოდების ჯაჭვების მდგრადობას. იაპონიისა და სამხრეთ კორეის მთავრობებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი ამ პროექტს, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ლოგისტიკის დივერსიფიკაცია და ტრადიციული მარშრუტების ალტერნატივის შექმნა. ჩვენ გვჯერა, რომ შუა დერეფანი გახდება იაპონიისა და სამხრეთ კორეის საერთაშორისო სავაჭრო სტრატეგიის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი და მოხარულნი ვართ, რომ შეგვიძლია ჩვენს კლიენტებს ამ ინოვაციური სერვისის გამოყენებაში დავეხმაროთ.“
უახლესი
6 საათის წინ
„კოსმომ“ ახალი ფილიალი გახსნა