დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Radisson RED-ში თბილისობის ფესტი გაიმართება

Radisson RED-ში თბილისობის ფესტი გაიმართება

03-10-2024 20:07:00

5 ოქტომბერს, Radisson RED-ის ულამაზესი ეზო ნამდვილ თბილისურ ეზოდ გარდაიქმნება. მოეწყობა ტრადიციულ თბილისურ სტილში გადაწყვეტილი ფოტოზონა. ყოველი კუთხე ულამაზესი დეკორაციებით მოირთვება, რაც თბილისის მდიდარ ისტორიულ კულტურას გააცოცხლებს.

იმუშავებს ინტერაქტიური კვების სადგურები, სადაც მოსული სტუმრები ქართული სამზარეულოს ყველასთვის საყვარელ კერძებს დააგემოვნებენ. გაიმართება ღვინის დეგუსტაცია. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი COSMOLOVERS გააფორმებს.

თბილისობის ფესტი Radisson RED-ში 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება ყველასთვის თავისუფალია!

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: გიუაანის მეღვინეობა და მონინი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები