მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

საქართველოს ბანკმა ინდივიდუალური მეწარმეებისთვის გათამაშება დაიწყო

news image

საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს  შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული ტრანზაქციები მოგებად აქციონ. ამგვარად, ისეთი აქტივობების ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში შესრულებისას, როგორებიცაა თანხის გადარიცხვა, კომუნალურების დაფარვა, ანაბრის გახსნა თუ სხვა, ბიზნესის წარმომადგენლები გათამაშების ბილეთს აგროვებენ და მოგების შანსს ზრდიან.

გათამაშება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე გრძელდება. გათამაშების პერიოდში, ინდ. მეწარმეებს ყოველთვიური პრიზების, მათ შორის 10 000 ლარის მიღების შესაძლებლობა აქვთ. კამპანიის დასასრულს კი გათამაშდება ფინალური პრიზები 20 000, 30 000 და 50 000 ლარის ოდენობით. საგულისხმოა, რომ ბიზნესებს, რომლებსაც გათამაშების მეტი ბილეთი აქვთ დაგროვებული, გამარჯვების მეტი შანსი აქვთ.

ამ ბმულზე ინდ. მეწარმეებს შეუძლიათ ნახონ იმ ბიზნეს ტრანზაქციების სრული სია, რომელთა შესრულებით სხვადასხვა ოდენობის ბილეთს აგროვებენ. გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია კი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში იქნება ხელმისაწვდომი.

 „მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ მასშტაბურ გათამაშებას ინდივიდუალური მეწარმეებისთვის. საგულისხმოა, რომ აღნიშნული გათამაშება საქართველოში პირველად ხორციელდება. ჩვენი მიზანია, მეწარმეებმა მარტივად შეასრულონ  საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველდღიური აქტივობები და ტრანზაქციები,  წავახალისოთ ბიზნესების გაციფრულება და საბოლოო ჯამში, ხელი შევუწყოთ მათ დროისა და რესურსების დაზოგვაში.  ამასთან, ვფიქრობთ, ფულადი პრიზები მათ საქმიანობის გაძლიერებასა და ახალი ინიციატივების განხორციელებაში დაეხმარება. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ მეწარმეებს“, - აღნიშნავს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

გათამაშების შესახებ გაიგეთ მეტი ამ ბმულიდან. ინფორმაციისთვის, გათამაშებაში ავტომატურად ერთვება საქართველოს ბანკის მომხმარებელი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა