დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეებს სთავაზობს Gogora მომხმარებლებს

რა სიახლეებს სთავაზობს Gogora მომხმარებლებს

19-02-2025 14:00:00

კომპანიაგოგორასასორტიმენტი მრავალფეროვანია და ფაქტობრივად, მოიცავს ყველანაირი ტიპის ავეჯს და ინვენტარს, რაც საჭიროა ბავშვთა ფიზიკური აქტივობისთვის. კომპანიის დამფუძნებელი ნინო რაზმაძე Business Insider Georgia -  კონკურენტულ უპირატესობებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მისი თქმით, კომპანიის ერთ-ერთი უპირატესობა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაა.

ჩვენი ასორტიმენტი ფაქტობრივად მოიცავს ყველა ავეჯს და ინვენტარს ფიზიკური აქტივობისას, რაც ბაღის აღჭურვისთვის არის საჭირო. ვახდენთ ინდივიდუალიზებას ბაღების საჭიროებიდან გამომდინარე. მაგალითად, სადაც 60 კვადრატია სივრცე და 35 ბავშვი თავსდება იქ სხვა ტიპის ავეჯი სჭირდებათ და სადაც  30 კვადრატია და ისევ 35 ბავშვი იქ სხვა ტიპის. ფიზიკური აქტივობის ავეჯი არის ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე, რომელიც სრულიად ახალია ქართულ ბაზარზე და დაახლოებით, რამდენიმე წელია რაც სულ 2-3 კომპანია ვამზადებთჩვენი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა ქართულ ბაზარზე არის ის რომ ჩვენ ყველაფერს ციფრული ტექნოლოგიით ვაკეთებთ. დიზაინერს შეუძლია დღის განმავლობაში შექმნას 10 ახალი პროდუქტი და მათი დამუშავების ეტაპი აბსოლუტურად ერთი და იგივეა მაშინ როდესაც ვიღაც ხელით ქმნის ამ 10 პროტოტიპს ერთი თვის მანძილზე და ბევრად რთულია ეს პროცესი. ჩვენს შემთხვევაში ეს სიზუსტე და ხარისხი არის დაცული. ყველაფრის ჭრა ერთნაირად ხდება და . და ეს ძალიან დიდი კომფორტია. ჩვენ თავიდანვე ისე დავიგეგმეთ, რომ ინდუსტრიული წარმოება შეგვძლებოდა და რაოდენობაში დიდი დატვირთვისთვის გაეძლო წარმოებას“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ნინო რაზმაძე.

2025 წლისთვის საკმაოდ ბევრი გეგმა აქვს კომპანიას, რომლის განხორციელებასაც აქტიურად გეგმავს

„2025-ის მთავარი გეგმა არის რომ სტარტეგიული დოკუმენტი შევქმნათ ბაღებისთვის, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ბაღებისთვის, რომელიც დაეხმარება შემსყიდველებს ხარისხიანი პროდუქციის მიღებაში, მოთხოვნაში პირველ რიგში და შემდეგ მიღებული პროდუქციის შედარებაში ტექნიკურ დოკუმენტაციასთან. ეს არის ერთგვარი გზამკვლევი ჩარჩო დოკუმენტის შექმნა, რომელიც იქნება რეცენზირებული ამ ბაღებისთვის. მეორე, არის ის რომ ამის საფუძველზე მათ გამოცხადებულ ტენდერებს ჩვენმა წარმადობამ უპასუხოს და ეს მოთხოვნები არის ისეთი მოთხოვნები, რომელიც შეუძლია ნებისმიერ კეთილსინდისიერ მწარმოებელს რომ დააკმაყოფილოს. უბრალოდ გაწერილია ისეთი დეტალები, რომლებიც მომხმარებელს დაიცავს უხარისხო და რაეკოლოგიური პროდუქტისგან. ძირითადად, მაინც ორიენტრირებულები ვართ ქართულ სახელმწიფო და კერძო ბაღებზე.  ექსპორტის მიმართულებით, ვმუშაობთ დაახლოებით 10-მდე ევროპელ დისტრიბუტორთან, რომელსაც აქვს წარმოება ევროპის გარეთ და რამდენიმე მოლაპარაკება გვაქვს გახსნილი. გვინდა რომ უბრალოდ გამოცდილების კუთხით დავაგროვოთ, რომ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი მოვახდინოთ. ეს ქვეყნებია: გერმანია, ინგლისი და თურქეთი. სხვათაშორის, თურქეთის რამდენიმე მწარმოებელი არის დაინტერესებული. ასევე, მომხმარებლებსაც არ ვტოვებთ უყურადღებოდ. ორი ახალი პროდუქტის შეთავაზებას ვაპირებთ. ერთი ეს იქნება DIY (Do It Yourself - ,,გააკეთე თავად“) ხაზი ,,გოგორასი", სადაც ნახევრად დასრულებულ პროდუქტს მიიღებენ და თუ ენდომებათ თვითონ დაასრულებენ.  ინსტრუქცია ექნებათ და ეს ფასებს გახდის ბევრად ხელმისაწვდომს და მეორე, მივიღებთ ჩვენივე გაყიდულ ავეჯს, რაც გვაქვს ორი წლის განმავლობაში გაყიდული და ჩვენს პლატფორმაზე მივცემთ შესაძლებლობას მომხმარებელს რომ თავიანთი ავეჯი გაყიდონ ანუ მეორადი ავეჯი, რაც ასევე ფასის ხელმისაწვდომობას გაზრდის და ნუ ამ ცირკულარული ეკონომიკის რაღაც ნაწილი იქნება მდგრადი განვითარების მიზნებისთვისრომ ბევრი მასიური წარმოება არ მოხდეს“, - აღნიშნავს ნინო რაზმაძე.

 

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები