2024 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 266.70 მლნ აშშ დოლარი (729.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.6%-ით (28.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.7% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ნოემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 96.1% მოდიოდა.
2024 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.3 მლნ აშშ დოლარი (91.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2023 წლის ნოემბრის (31.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.7% მეტია.
უახლესი