Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან ორის აქციების ფასები გაიზარდა, ხოლო ერთის შემცირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 45.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.76% წინა კვირასთან შედარებით და -5.18% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 248 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.00 - 46.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 78 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 31.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.14% წინა კვირასთან შედარებით და +0.98% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 302 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.45 - 32.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 77 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 11.56 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.21% წინა კვირასთან შედარებით და - 0.86% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.1 მლნ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.98 - 11.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 100 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი