დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წელს ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებას ვგეგმავთ - „ოჯახური“

2025 წელს ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებას ვგეგმავთ - „ოჯახური“

16-12-2024 19:00:00

2024 წელი „ოჯახურისთვის“ შრომატევადი, გამოწვევებით სავსე, მაგრამ ამავე დროს წარმატებული იყო. წლის განმავლობაში კომპანიამ მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და თავისი ლიდერობის პოზიცია კიდევ უფრო გაამყარა ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე.

„ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მიღწევა 2024 წელს „გლოვოსთან“ თანამშრომლობა იყო, რომელიც კიდევ უფრო ამტკიცებს „ოჯახურის“ პროდუქციის პოპულარობას. კომპანიის ონლაინ გაყიდვების არხებზე მუშაობა კვლავ აქტიურად გრძელდება. ამ გზით ვცდილობთ, რომ ჩვენი პროდუქცია ყველასთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ“, - ამბობს Business Insider Georgia-სთან საუბრისას „ოჯახურის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

2024 წელს „ოჯახური" აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო ღონისძიებებში.

„მინდა ასევე აღვნიშნო, ფრანკფურტში გამართული საქველმოქმედო ღონისძიება, რომელშიც ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. ეს არ იყო მხოლოდ ქართული, ტრადიციული პროდუქციის წარდგენა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ საქველმოქმედო მიზნებში, რაც ვფიქრობთ, რომ ხელს უწყობს „ოჯახაურის“ როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდის რეპუტაციის გაზრდას“, - ამბობს სალომე ნეფარიძე.

რაც შეეხება 2025 წელის გეგმებს, ბრენდი გეგმავს ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებას.

„ჩვენი პროდუქციის მიმართ საერთაშორისო მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. ამ მიზნის მისაღწევად, დაგეგმილია ახალი დანადგარების შეძენა, რაც კომპანიას უფრო დიდი რაოდენობის პროდუქციის წარმოების საშუალებას მისცემს. ქართული ბაზრისთვის, ჩვენი მიზანია არსებული წილის შენარჩუნება და მისი 10%-ით გაზრდა. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს, რომ „ოჯახური“ კვლავ დარჩეს მომხმარებლისთვის სანდო და უპირატეს ბრენდად“, - აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები