ვგეგმავთ ახალი ბრენდების დამატებასა და პროდუქციის ასორტიმენტის კიდევ უფრო გაზრდას. საახალწლოდ მომხარებლებს ვთავაზობთ უპრეცენდენტო აქციებსა და შეთავაზებებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს iTechnics-ის დირექტორმა სალომე გუგეშაშვილმა განუცხადა.
„მომხმარებლებს ვთავაზობთ Apple-ის ოფიციალურ პროდუქციას და მომსახურების უმაღლეს სტანდარტს. ბაზარზე ჩვენს წარმატებას განაპირობებს პროდუქციის მაღალი ხარისხი და კვალიფიცირებული თანამშრომლების მომსახურება“, - განაცხადა -ს iTechnics-ის დირექტორმა.
მისი შეფასებით, ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა Apple-ის ტექნიკაზე.
რაც შეეხება სიახლეებს, iTechnics წელს საქართველოში Wiwu -ისა და Laifen -ის ოფიციალური შემომტანი გახდა.
iTechnics-ის დირექტორი, კომპანიის საქმიანობას მიმდინარე წელს, ბაზარზე არსებული გამოწვევების მიუხედავად დადებითად აფასებს.
„ბაზარზე არსებული გამოწვევების მიუხედავად წელს გვქონდა ფინანსური ზრდა წინა წელთან შედარებით , ასევე დავიმატეთ ახალი ბრენდები და გავზარდეთ პროდუქციის ასორტიმენტი“, - აცხადებს სალომე გუგეშაშვილი.
iTechnics ბაზარზე 12 წელია რაც ოპერირებს და ბაზარზე 7 ფილიალითაა წარმოდგენილი.
უახლესი