დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გავლენა აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" განახლებულ კანონს ბიზნესზე - ლევან ვეფხვაძის განმარტება

რა გავლენა აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" განახლებულ კანონს ბიზნესზე - ლევან ვეფხვაძის განმარტება

24-07-2024 15:00:00

„პერსონალური მონაცემების დამუშავება და მათი გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია ბიზნეს ოპერატორებისთვის, ვინაიდან აღნიშნული დიდ გავლენას ახდენს კომპანიების გაყიდვებსა და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების პროცესზე“, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ დღეს იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების" მხარდაჭერით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" განახლებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხთან და ახალ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე წლის მარტში ამოქმედდა, არაერთი შეხვედრა გამართა

„პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურთან, სადაც ჩვენმა წევრმა კომპანიებმა საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს სამსახურის წარმომადგენლებისგან. თუმცა კანონის ამოქმედებასთან ერთად გაიზარდა იმ პრაქტიკული საკითხების რაოდენობა, რომელიც ბიზნეს ოპერატორებისთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს, შესაბამისად მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს წევრ კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებს", რომელთან ერთადაც დღეს საკმაოდ ნაყოფიერი დისკუსია გავმართეთ", - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ. 

შეხვედრის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა საკანონმდებლო სიახლეების გაცნობის პარალელურად, დარგის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ისეთ პრობლემატურ საკითხები განიხილეს, როგორიცაა დამუშავების მიზნისა და საფუძვლების განსაზღვრა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება და საერთაშორისო გადაცემის შემთხვევები.

შეხვედრისას განხილეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ბიზნეს ოპერატორები აღმოჩნდნენ განახლებული კანონმდებლობის პირობებში და მათთან გამკლავების გზები, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკის ჭრილში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები