დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პროექტი ეროვნულ რეგულაციებთან შესაბამისობაშია - Ambassadori Batumi Island

პროექტი ეროვნულ რეგულაციებთან შესაბამისობაშია - Ambassadori Batumi Island

16-08-2024 16:00:00

Ambassadori Batumi Island ხელოვნურ კუნძულზე გარემოს დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

„გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, 8-თვიანი საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად, ოფიციალურად დაამტკიცა ამბასადორი ბათუმი აილენდის პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში.

▪️ პოტენციური ზემოქმედება მეზობელ ობიექტებზე, მათ შორის, ტერმინალზე, საგულდაგულოდ იქნა შეფასებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჩართულობით. მიღებული შედეგები ადასტურებს პროექტის სრულ უსაფრთხოებას და ეროვნულ რეგულაციებთან შესაბამისობას.

▪️ თავდაპირველად საპროექტო პერიმეტრი ცნობილი იყო, როგორც ნავთობით დაბინძურებული ადგილი, ხოლო ამბასადორი ბათუმი აილენდის პროექტი ითვალისწინებს ტერიტორიის გაწმენდას, ეკოლოგიურად სუფთა პლიაჟების და სარეკრეაციო სივრცეების შექმნას.

▪️ ამბასადორის ბათუმის კუნძულის პროექტი წარმოადგენს უძრავი ქონების განვითარების განსხვავებულ და უნიკალურ კონცეპტუალურ ხედვას, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკასა და ადგილობრივი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თვისობრივ გაუმჯობესებაში, ქმნის სამუშაო ადგილებს და იღებს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას“,- ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს სააგენტომ გადაწყვეტილება გასცა

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ბათუმის ზღვისპირის სივრცეში,  “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების 2,5X1,5 კმ სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები