დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯივიპი გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

ჯივიპი გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

20-09-2024 13:27:00

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და მნიშვნელოვან პროექტს - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს. 

 

სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე უკვე განახლდა 2 კილომეტრზე მეტი სიგრძისწყალმომარაგებისა და 700 მეტრი სიგრძის  წყალარინების ქსელები, მოეწყო 30 ერთეულიჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და დამონტაჟდა 4  სახანძრო ჰიდრანტი.

 

ახლად მოწყობილი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ჯივიპი გადაერთებითსამუშაოებს დღეს, 20 სექტემბერს დილის 10:00 საათზე დაიწყებს და მთელი დღის განმავლობაში 18  სხვადასხვა ლოკაციაზე აქტიურ რეჟიმში შეასრულებს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლარის გამოც დღეს, 20 სექტემბერს დილის 10:00 საათიდან 21 სექტემბრის დილის 08:00საათამდე  წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვარკეთილი 3-ის I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონებს, ვარკეთილი 2-ს, საქართველოსერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩას, სუხიშვილის, რაფაელ დვალის, თაყაიშვილის,დიმიტრი ალექსიძის, ნიკოლოზ ლანდიას, ვიქტორ კუპრაძის, სადგერის, ყადირშერვაშიძის, აკაკი ჩხენკელის, ოჯალეშის, ლადო კოტეტიშვილისა და რწმენის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე,კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალურიინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა დავებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები