პოლონეთში ექსპორტი 11%-იან ზრდას, ხოლო იმპორტი 16%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ პოლონეთში 44,096.35 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა, 2023 წლის 10 თვეში კი 39,781.49 ათასი დოლარის. შესაბამისად პოლონეთში ექსპორტი 10.8%-ითაა გაზრდილი.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოდან პოლონეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ღვინოა, რომელზედაც ამ ქვეყანაში ექსპორტის 29%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო პოლონეთში ყიდის:
რაც შეეხება იმპორტს აქ 16,3%-იანი ზრდა ფიქსირდება. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ პოლონეთიდან 253,701.63 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 218,184.96 ათასი დოლარის. პოლონეთიდან იმპორტში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ავტომობილებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო პოლონეთიდან ყიდულობს:
უახლესი
18 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა