დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნდობის ჯგუფის სხდომაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს მოუსმინეს

ნდობის ჯგუფის სხდომაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს მოუსმინეს

07-04-2025 12:58:00

ნდობის ჯგუფის სხდომაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა უწყების საქმიანობის 2024 წლის ანგარიში წარადგინა. მან პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე, პატიმართა უფლებების დაცვის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე და ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ნდობის ჯგუფის წევრები სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. 

 

„პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა უფლებების დაცვის კუთხით, თანამედროვე სტანდარტების და მიდგომების დანერგვა პერიოდულად მიმდინარეობს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ნაწილს, 2 წლის წინ დაბა ლაითურში ახალი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა, ასევე რუსთავში მცირე ტიპის დაწესებულების გახსნა იგეგმება. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ უსაფრთხოების ზომებზე გამახვილდა. 


 

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ დღევანდელი პენიტენციური სისტემა, თანამედროვე სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს", - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ.

 

შეხვედრას ნდობის ჯგუფის წევრები - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი და პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" წევრი ვიქტორ ჯაფარიძე დაესწრნენ.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები