დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის და მიმდებარე უბნების კონსერვაციისთვის აშშ-ს მთავრობა 135000 დოლარს დახარჯავს

პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის და მიმდებარე უბნების კონსერვაციისთვის აშშ-ს მთავრობა 135000 დოლარს დახარჯავს

03-02-2024 10:00:00

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ "პეტრას ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის და მიმდებარე უბნების კონსერვაციისთვის" მოიპოვა აშშ-ის საელჩოს გრანტი 135000$ -ის ოდენობით.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს აჭარის რეგიონში, პეტრას ციხეში აღმოჩენილი მოზაიკისა და მიმდებარე ტერიტორიის კონსერვაციას. იმ მახასიათებლებისა და ღირებულებების დაცვა შენარჩუნებას, რომლებმაც პეტრას ციხე ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე გამორჩეულ ნიმუშად აქცია.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა რეგიონისთვის აღნიშნული ძეგლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გრანტი მოხმარდება პეტრას ციხეზე უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის და აღმოჩენების კონსერვაციას. ასევე ხაზი გაუსვა ძეგლის მნიშვნელობას მომავალი თაობებისთვის.

აშშ-ს ელჩმა რობინ ლ.დანიგანმა თავად მოინახულა პეტრას არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი, მოისმინა ძეგლის უმნიშვნელოვანესი ისტორია და აღნიშნა, რომ „ეს ციხე და ყველა არტეფაქტი, რომელიც აქ აღმოაჩინეს ნამდვილად სიმბოლოა იმისა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და წარმოაჩენს თქვენს ევროპასთან კავშირს ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნიდან. შეერთებული შტატები მოხარულია უზრუნველყოს, რომ მომავალმა თაობებმა შეძლონ ამ საოცარი ისტორიული ადგილის ნახვა.“

 

 

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები