საქართველოს რკინიგზამ 2024 წელსაც ფინანსური ანგარიშგება მოგებით დაასრულა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, 2024 წელს საქართველოს რკინიგზის საოპერაციო მოგებამ 22%-იანი ზრდა აჩვენა.
„კომპანიის შემოსავალი 2024 წელს დაახლოებით 8%-ით გაიზარდა და 686 მლნ ლარს გადააჭარბა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ საოპერაციო მოგებამ 22%-იანი მატება დააფიქსირა და 36 მლნ ლარით გაიზარდა. EBITDA-ს მარჟამ მიაღწია 31%-ს, რაც სარკინიგზო ინდუსტრიაში საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. რა თქმა უნდა მთავარი შემოსავლები საქართველოს რკინიგზისთვის არის სარკინიგზო გადაზიდვებიდან. შემოსავლების დაახლოებით 90%-ი მოდის ამ მიმართულებიდან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ წელს სატრანზიტო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები გაქვს - 5,4 მლნ ტონა, ეს არის 8 წლის რეკორდი. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, 100 წლიანი მაქსიმალური ნიშნული ეს არის ჩინეთის სარკინიგზო გადაზიდვები საქართველოს დანიშნულებით. 2024 წელს 13 ათასი კონტეინერი გადაიზიდა და მაქსიმუმს მიაღწია შავი ზღვიდან სომხეთის დანიშნულების ნავთობპროდუქტების გადატანამ. ეს არის დაახლოებით 445 ათასი ტონა ტვირთი, მათ შორის ნავთობპროდუქტები“, - განაცხადა დავით ფერაძემ.
უახლესი
54 წუთის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს2 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება