კომპანია Lepert • ლეპერტ, სუვენირებისა და აქსესუარების ბაზარზე 5 წელია ოპერირებს. „ლეპერტის“ პარტნიორი გიორგი გრიგალაშვილი Business Insider Georgia-თან მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„ჩვენი ასოტრიმენტი დიდია, სიახლეებიც სისტემატიურად გვაქვს. გვაქვს მინიატურები და ვაპირებთ შედარებით დიდი ზომის/მოცულობის ნივთების ჩამოსხმას, ასევე გვსურს გავაკეთით ბოქსები - ვულისხმობთ, შესაფუთ საშუალებებს, რადგან ბაზარზე მწირი საშუალებებია ამისათვის. სწორედ, აღნიშნულმა გვიბიძგა შეგვექმნა ჩვენი ბოქსები. ასევე, შოკოლადის წარმოების მიმართულებითაც გვაქვს გეგმები“, - აცხადებს „ლეპერტის“ პარტნიორი გიორგი გრიგალაშვილი.
მომხმარებლების დაინტერესება ბრენდის პროდუქციის მიმართ საკმაოდ მაღალია.
„დაინტერესება ძალიან დიდია და ჩვენ მივყვებით ამ ინტერესს. ვითვალისწინებთ მომხმარებლის აზრს. ვაკვირდებით განსაკუთრებულ დღეებში მომხმარებლების მოთხოვნებს. მაგალითად, თუ როგორია მოთხოვნა დაბადებისა თუ საქორწინო დღეებზე, ასევე რელიგიურ დღესასწაულებზე - საინტერესოა მომხმარებლების ინტერესი ამ კონკრეტულ დღეებში ნივთების მიმართ. ყოველ მომდევნო დღესასწაულზე ვქმნით ახალ ნივთს. კიდევ სიახლე ის არის რომ გვინდა შევქმნათ ყველა პორფესიის გაშარჟებული სასაჩუქრე მინიატურა“, - განმარტავს „ლეპერტის“ პარტნიორი.
2025 წელს კომპანია აქტიურად გეგმავს პროდუქციის ექსპორტზე გატანას.
„2024 წელს შევაფასებდი ძალიან კარგად, ძალიან ბევრი პარტნიორი შევიძინეთ. 2025-ში ვფიქრობთ ექსპორტზე გასვლას, რადგან მივიჩნევთ, ჩვენი პროდუქცია ქართული იდენტობის გამომხატველია და სწორედ ეს გვინდა რომ დავანახოთ სხვა ქვეყნებს “, - ამბობს გიორგი გრიგალაშვილი.
უახლესი
1 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა3 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს4 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება