აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) „მწვანე ობლიგაციების“ გამოშვების პროცესს 2025 წლის 15 იანვარს დაიწყებს. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული მედია SOCAR-ზე დაყრდნობით წერს.
ობლიგაციების ემისიის მოცულობა 200 მილიონი დოლარია.
ემისია დაყოფილია 200 ათას ობლიგაციად, თითო ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებით $1 ათასი. ობლიგაციის წლიური განაკვეთი 6%-ია, გადახდა განხორციელდება ყოველ სამ თვეში ერთხელ. ობლიგაციებს აქვს 5 წლის ვადა.
SOCAR-ის „მწვანე ობლიგაციების“ შესყიდვის ბოლო ვადაა კი 2025 წლის 28 თებერვალია.
ობლიგაციების განთავსებიდან მიღებული თანხები შპს SOCAR Green-ის მიერ განხორციელებული განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.
„მწვანე ობლიგაციების“ შეძენა, რომლის ანდერრაიტერიც არის Pasha Capital Investment Company, შესაძლებელია ASAN xidmət No1 და No5 ცენტრებში, ასევე აზერბაიჯანში რეგისტრირებულ საინვესტიციო კომპანიებში.
უახლესი
1 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა3 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს4 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება