2025 წლის 1-ელი იანვრიდან „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების ხელფასები საშუალოდ 10%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ კომპანიის 2025 წლის პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა.
ირკვევა, რომ 2025 წლისთვის კომპანიის სახელფასო ფონდმა 260 მლნ-ს გადააჭარბა, რაც „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლების დაახლოებით 40%-ია.
„ჩვენი პრიორიტეტი მუდმივად არის უსაფრთხოების გაზრდა. ჩვენ ევროპული სტანდარტით უსაფრთხოების კუთხით თანდათან წინ მივიწევთ. რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემაა თანამშრომლების კეთილდღეობა. აქვე მინდა განვაცხადო, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს რკინიგზამ ხელფასები საშუალოდ 10%-ით გაზარდა. ჩვენი სახელფასო ფონდი დამატებით 25 მლნ ლარით გაიზარდა და გადააჭარბა 260 მლნ ლარს. ანუ შემოსავლის დაახლოებით 40%-ი სახელფასო ფონდზე იხარჯება.
ასევე გვინდა სალოკომოტივო პარკის გაჯანსაღება. ვცდილობთ, რომ სერვისი გავაუმჯობესოთ. ახალი მატარებლის შეძენის საშუალებას ამ ეტაპზე ბიუჯეტი არ გვაძლევს. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს წლებში მოხდება მეტი დაფინანსება და შევიძენთ ახალ მატარებლებს“, - განაცხადა დავით ფერაძემ.
უახლესი
40 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა2 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს3 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება