ზამთრის ტურისტულ სეზონზე ვხედავთ დატვირთულ სასტუმროებს, კვების ობიექტებს და საკმაოდ აქტიურ სეზონს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც 2025 წლის პირველ გამოშვება ზამთრის კურორტებზე არსებულ ვითარებაზე საუბრით დაიწყო.
„მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა წარმატებული წელი ვუსურვო „იმედის დილისა“ და Business Insider Georgia-ს მაყურებელს და მთელს საქართველოს. მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო ფაქტს გავაშუქებთ. დღეს ჩვენი პირველი გადაცემაა. ჩვენ წლის ბოლოს შევაჯამებთ წელი, ცხადია ვისაუბრებთ პერსპექტივებზე ამ კუთხით. ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურია ზამთრის საკურორტო სეზონი. Business Insider Georgia-ს გუნდი აქტიურად აკვირდება ვითარებას ქვეყნის საკურორტო ზონებში. ჩვენ მთელი სეზონის განმავლობაში შემოგთავაზებთ არაერთ სტუმარს და არაერთ მიმოხილვას ზამთრის სეზონთან დაკავშირებით. ამ პერიოდის განმავლობაში ორ ათეულზე მეტ სასტუმროსთან მოგვიწია საუბარი ამ პერიოდის განმავლობაში, მათი ინტერვიუები, კომენტარები თქვენ გხვდებოდათ Business Insider Georgia-ს ვებგვერდზე, ასევე ტელეკომპანია „იმედის “საშუალებით გადიოდა გარკვეული სიუჟეტები. საკმაოდ აქტიური ვითარებაა, აქტიური სეზონია. მიუხედავად საუბრებისა იმასთან დაკავშირებით, რომ ზამთრის საკურორტო სეზონს საფრთხე ემუქრებოდა, თითქოს ტურისტები არ იქნებოდნენ და ასე შემდეგ. თუმცა ვხედავთ დატვირთულ სასტუმროებს, კვების ობიექტებს, საკმაოდ აქტიურ სეზონს. ძალიან საინტერესო დაკვირვებაა, ციფრებზე მოგვიანებით, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც 2-3 კვირის წინ საუბრობდნენ საუბრობდნენ, რომ თითქოს საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონი ვარდებოდა, საფრთხე ემუქრებოდა, შემდეგ ასევე წარმატებით სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ იყო საცობები, გადატვირთული რესტორნები. თავისთავად საცობები, გადატვირთული რესტორნები საკითხია, რომელზედაც შეიძლება ვიმსჯელოთ, მაგრამ გადატვირთული რესტორანი და საცობები საკურორტო ზონებში როგორ მოდის კორელაციაში რომ თურმე ტურისტები არ არის. თუ ტურისტები არ არის როგორ ხდება რესტორნების, სასტუმროების გადატვირთვა? ვინ ქმნის საცობებს? ან ერთი წერეთ პატივცემულებო, ან მეორე. თანმიმდევრულობა აქაც მნიშვნელოვანია. კრიტიკის ნაწილი აირჩიეთ, გადატვირთვა უნდა აკრიტიკოთ, თუ გადატვირთული სეზონი.
კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც შეეხება თავისუფალი ბიზნესის პლატფორმას, თუ რაღაცა მსგავსს, რომელიც შეიქმნა და ითხოვდა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს 31 დეკემბრამდე, გავიდა 31 დეკემბერი, არ არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ახლა იმ ბიზნესებს მინდა მივმართო, რომლებიც მოტყუებით ამ პოლიტიკურ განცხადებებს მიუერთდნენ, აუცილებლად მოგაკითხავთ და გკითხავთ თუ რა არის თქვენი შემდეგი ნაბიჯები, იმიტომ, რომ პირველად გადადგით ნაბიჯი პოლიტიკაში შესვლის. ვინაიდან პოლიტიკაში შეხვედით ბიზნესი, მომხმარებლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლად გკითხავთ შედეგებზე. პირველი ნაწილი, რომ ვერ შეასრულეთ, შემდგომ რას აპირებთ? გაფიცვას აპირებთ პატივცემულო Free Business, როგორც თავს უწოდებთ. მე როგორც ვიცი ჩიხში ხართ და ეძებთ გამოსავლის გზებს. რა უნდა ქნათ, ახლა ამ პლატფორმას რა უნდა უქნათ? თან შეგახსენებთ, რომ 1%-იც არ ხართ, ვინც ამ პლატფორმაზე ხართ დარეგისტრირებული. ახლა ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოთ ხომ? პირველ რიგში ამობეჭდეთ სიები და შემდგომ გეტყვით, თუ როგორ შეიძლება ამ კუთხით საქმიანობის გაგრძელება.
ასევე მინდა მოვიკითხო ის ადამიანები, რომლებიც ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზირებდნენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა უნდა ჩამოქცეულიყო არჩევნების შემდეგ 2-3 კვირის განმავლობაში. არჩევნების შემდეგ გავიდა 2-3 კვირა, კიდევ 2-3 კვირა, კიდე 2-3 კვირა. ლარის კურსი დგას, რეზერვები იზრდება, სად არის ახლა თქვენი პროგნოზი? რა ხდება, რატომ არ ჩამოიქცა ეს ქვეყანა? თქვენც ამ საკითხთან დაკავშირებით იმეცადინეთ, კომენტარებზე მოგაკითხავთ, რა მოხდა რომ უნდა ჩამოქცეულიყო და არ ჩამოიქცა. ასევე, მინდა მივმართო იმ ბიზნესმენებს, რომლებიც არია პოლიტიკოსების ნათესავები, ახლო მეგობრები, ძმები, ბიძაშვილები და რომლებიც პლატფორმასაც უერთდებიან, თან ერთი ორგანიზაციით არა ფილიალებიც კი გააფორმეს, რომ ბევრი გამოსულიყვნენ, მაგრამ 1%-ს მაინც ვერ აცდენენ. და ისინი პროგნოზირებენ, რომ 2025 წელი თურმე იქნება ეკონომიკურად მძიმე წელი. ბუნებრივია ანალიტიკას ახასიათებს წინა პერიოდების შესწავლა, თქვენ ნახეთ წინა პერიოდებში რა განცხადებებს აკეთებდნენ ეს ადამიანები და აღმოჩნდა მარტივი რამ. 2021-2022-2023-2024 წლების დასაწყისში ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლებოდა. ვნახეთ მათი კომპანიების საჯარო მონაცემები და 2021-2022-2023 წლებში, 2024 წელი ჯერ არ გვინახავს, რადგანაც ჯერ არ არის, მათი შემოსავლები იზრდებოდა. თან წლის დასაწყისში პროგნოზს აკეთებდნენ, რომ 2021-2022-2023 წელს უნდა ჩამოშლილიყო ეკონომიკა, მაგრამ თან შემოსავლები ეზრდებოდათ. როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი? ახლაც 2025 წელში იგივე პროგნოზირებენ, მაგრამ იმავდროულად კომპანიის მენეჯმენტი გეგმავს შემოსავლების ზრდას. ანუ რომ იცოდეთ ამ ადამიანების პროგნოზი რამდენად სანდოა. მეგობრებო გაქვთ ტელევიზიები, ერთი მინივიზიაც და შეგიძლიათ ერთმანეთთან განაგრძოთ საუბარი, როგორც ამ ბოლო დროს. იმიტომ, რომ საქმიანი საუბარი თუ გინდათ ბიზნესთან, მას სხვა ცოდნა, სხვა გამოცდილება სჭირდება. ძველმა გამოცდილებამ რეკეტის, შანტაჟის არ იმუშავა. არ გამოგივიდათ ბიზნესის დარეკეტება და არც გამოვა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
უახლესი
48 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა2 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს3 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება