მიმდინარე წელს „საქართველოს რკინიგზა“ სალოკომოტივო პარკის კაპიტალურ შეკეთებას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. კომპანიამ გეგმა „ბ“ ანუ მათი სარემონტო სამუშაოები მას შემდეგ აამოქმედა, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოკლე დროში ახალი ლოკომოტივების მიღება შეუძლებელი გახდა.
„ვაგონების შეძენის ტენდერი 2022 წლიდან დავიწყეთ. იდეა ერთხელ გამოცხადდა, ტენდერი 4-ჯერ ჩავარდა. ბოლოს, ეს იყო 2022 წლის შემოდგომა, 100 ერთეული ვაგონი შევიძინეთ. იგივე პრობლემას წავაწყდით ჩვენ სალოკომოტივო პარკის გაჯანსაღებაშიც. პროექტს შესყიდვაზე ხელი მოეწერა 2023 წლის დეკემბერში და სამწუხაროდ, 2024 წლის ივნისში ტენდერში გამარჯვებული ჩრდილოეთ მეზობლის კომპანია მოხვდა სანქციებში. ტენდერში სულ 5 კომპანია მონაწილეობდა და ყველაზე დაბალი ფასი და მოწოდების ყველაზე ნაკლები ვადები სწორედ ამ კომპანიას ჰქონდა. რა თქმა უნდა ჩვენ ხელშეკრულება შევწყვიტეთ. ამ ეტაპზე გაქვს გეგმა „ბ“, რომლის ფარგლებშიც გამოცხადებულია ტენდერი. საუბარია არსებული სალოკომოტივო პარკის, 47 ერთეული ლოკომოტივის სარემონტო სამუშაოებზე და კაპიტალურ შეკეთებაზე. ტენდერი დაახლოებით 1 თვეში დასრულდება და ვიმედოვნებთ, რომ გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რათა შევინარჩუნოთ დერეფანზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტები“,- ამბობს „საქართველს რკინიგზის“ ხელმძღვანელი.
ირკვევა, რომ საერთაშორისო სანქციების გამო, საქართველოს რკინიგზამ 2 მლნ ტონამდე ტვირთი დაკარგა.
„არაერთი ტვირთი, რომელიც მოვიძიეთ გაფორმდა ხელშეკრულება და შემდეგ მწარმოებელი, ექსპორტიორი მოხვდა სანქციებში, საბოლოოდ ეს ტვირთები გავაჩერეთ. მინიმუმ 1-2 მლნ ტონა ტვირთზეა საუბარი, რომელიც კომპანიამ ვერ გაატარა იმიტომ, რომ მისი მფლობელი აღმოჩნდა სანქციებში“, - განმარტავს დავით ფერაძე.
უახლესი
2 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI4 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს7 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება