ხელნაკეთი სამკაულის ქართული ბრენდი IKANI 2016 წელს შეიქმნა. მისი ყველა ნაკეთობა მზადდება უმაღლესი სინჯის ვერცხლით და ნატურალური ქვებით, მათ შორის: ფლურიტი, გიშერი, სადაფი, ამეთვისტო, ფირუზის / მალაქიტის მოზაიკა. 2019 წელს, IKANI-მ პირველი სამკაულის ნიმუშის სოციალურ ქსელში განთავსებიდან 1,5 წელიწადში, თბილისში პირველი მაღაზია გახსნა. შემდეგ კი ეტაპობრივად მოხდა მაღაზიათა გაფართოება. სიახლეების შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სანებლიძემ Business Insider Georgia-სთან ისაუბრა.
„გარკვეულ სიახლეებს ვგეგმავთ. აქვე, შემიძლია გითხრათ ის, რომ გავფართოვდით და მოლებში შევედით. კერძოდ, სითი მოლსა და გლდანი მოლში“, - აცხადებს კოპანიის დამფუძნებელი გიორგი სანებლიძე.
ქართული ბრენდი დაახლოებით 3 წელია ქვეყნის საზღვრებს გასცდა და ნამუშევრებს უკვე ამერიკელი მომხმარებლებისთვისაც ქმნის. ბრენდის მიზანი მუდმივი განვითარებაა.
„ზოგადად, როგორც ადრე განვითარებაზე და წინსვლაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ. თვე არ გავა ამ ნაწილზე, რომ არ ვიმუშაოთ. ყოველთვის წინ და წინ მივდივართ. შესაბამისად, ცნობადობის გაზრდა საქმეზეც კარგად აისახება", - ამბობს კოპანიის IKANI-ს დამფუძნებელი.
უახლესი
3 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI5 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს8 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება