დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ აფასებს სუვენირებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი Lepert-ი 2024 წელს და როგორია 2025-ის გეგმები

როგორ აფასებს სუვენირებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი Lepert-ი 2024 წელს და როგორია 2025-ის გეგმები

10-01-2025 14:00:00

კომპანია Lepert • ლეპერტ, სუვენირებისა და აქსესუარების ბაზარზე 5 წელია ოპერირებს.   „ლეპერტისპარტნიორი გიორგი გრიგალაშვილი Business Insider Georgia-თან მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. 

ჩვენი ასოტრიმენტი დიდია, სიახლეებიც სისტემატიურად გვაქვს. გვაქვს მინიატურები და ვაპირებთ შედარებით დიდი ზომის/მოცულობის ნივთების ჩამოსხმას, ასევე გვსურს გავაკეთით ბოქსები -  ვულისხმობთ, შესაფუთ საშუალებებს, რადგან ბაზარზე მწირი საშუალებებია ამისათვის. სწორედ, აღნიშნულმა გვიბიძგა შეგვექმნა ჩვენი ბოქსებიასევე, შოკოლადის წარმოების მიმართულებითაც გვაქვს გეგმები“, - აცხადებსლეპერტის“ პარტნიორი გიორგი გრიგალაშვილი.

მომხმარებლების დაინტერესება ბრენდის პროდუქციის მიმართ საკმაოდ მაღალია.

დაინტერესება ძალიან დიდია და ჩვენ მივყვებით ამ ინტერესს. ვითვალისწინებთ მომხმარებლის აზრს. ვაკვირდებით განსაკუთრებულ დღეებში მომხმარებლების მოთხოვნებს. მაგალითად, თუ როგორია მოთხოვნა დაბადებისა თუ საქორწინო დღეებზე, ასევე რელიგიურ დღესასწაულებზე -   საინტერესოა მომხმარებლების ინტერესი ამ კონკრეტულ დღეებში ნივთების მიმართ. ყოველ მომდევნო დღესასწაულზე ვქმნით ახალ ნივთს. კიდევ სიახლე ის არის რომ გვინდა შევქმნათ ყველა პორფესიის გაშარჟებული სასაჩუქრე მინიატურა“, - განმარტავსლეპერტისპარტნიორი.

2025 წელს კომპანია აქტიურად გეგმავს პროდუქციის ექსპორტზე გატანას. 

„2024 წელს შევაფასებდი ძალიან კარგად, ძალიან ბევრი პარტნიორი შევიძინეთ. 2025-ში ვფიქრობთ ექსპორტზე  გასვლას, რადგან  მივიჩნევთჩვენი პროდუქცია ქართული იდენტობის გამომხატველია და  სწორედ  ეს გვინდა რომ დავანახოთ სხვა ქვეყნებს “, - ამბობს გიორგი გრიგალაშვილი.

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები