დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„იონას საფუტკრემ“ თბილისში პირველი მაღაზია გახსნა - როგორია კომპანიის გაფართოების გეგმები

„იონას საფუტკრემ“ თბილისში პირველი მაღაზია გახსნა - როგორია კომპანიის გაფართოების გეგმები

10-01-2025 10:00:00

კომპანია იონას საფუტკრე, რომელიც თაფლსა და ფუტკრის პროდუქტებს აწარმოებს და უკვე 6 წელია ბაზარზე ოპერირებს. კომპანია მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia იონას საფუტკრე დამფუძნებელს გიორგი იონათამიშვილს ესაუბრა. 

ჩვენ გვაქვს ფუტკრის თითქმის ყველა პროდუქტი. საწარმო მდებარეობს დუშეთის რაიონში, სოფელ ახატანში. საწარმოში მზადდება მურაბები, კომპოტები, ჩურჩხელა, გოზინაყი და სხვა ტრადციული ქართული ტკბილეული. დაახლოებით 5-6 წელია, რაც გვაქვს ონლაინ მაღაზია. თვენახევრის წინ კი საბურთალოზე, კერძოდ, ბუდაპეშტის 11 ნომერში გავხსენით პირველი, პატარა მაღაზია, რათა ჩვენს მომხმარებლებს ადგილზე ვიზიტის, პროდუქციის დაგემოვნებისა და შეძენის შესაძლებლობა ჰქონოდათ“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი იონათამიშვილმა.

კომპანია აქტიურად ცდილობს ცნობადობის გაზრდას - ბაზარზე პროდუქციისადმი მოთხოვნა მზარდია.

„ჩვენი ერთგული მომხმარებელი ბევრი გვყავს, რომელიც ამ წლების განმავლობაში დავაგროვეთ. მეეჭვება საქართველოში ვინმე ფუტკრის ამდენი ნაირსახეობის პროდუქტს ამზადებდეს. ამ შემთხვევაში, ალტერნატიულ პროდუქტებს ვგულისხმობ და არა უშუალოდ თაფლს, რომელსაც ბევრი კომპანია აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ მაღაზიის გახსნის შემდეგ ნელ-ნელა გვემატება მომხმარებელი. ჩვენ კი მაქსიმალურად ვცდილობთ ბრენდის ცნობადობის გაზრდას“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

გიორგი იონათამიშვილის შეფასებით, 2024 წელი წარმატებული წელი იყო კომპანიისთვის. იქედან გამომდინარე, რომ იონას საფუტკრემ გეგემების შესრულება სრულად მოახერხა.

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი იყო ჩვენთვის. წინა წლებში რა გეგმებიც გვქონდა 2024-ში შესრულდა.  ავაშენეთ საწარმო, გავხსენით მაღაზია, მონაწილეობა მივიღეთ გარკვეულ პროექტებში. ჯერჯერობით ექსპორტზე არ ვფიქრობთ, რადგან შიდა ბაზარიც საკმაოდ ასათვისებელია. ფასების კუთხითაც საქართველოში საკმაოდ ნორმალური ფასებიაამიტომაც  არ ვფიქრობთ ექსპორტზე. მოგეხსენებათ, ევროკავშირში სხვა სტანდარტებია. ჩვენ, რადგან ბუნებაზე ვართ დამოკიდებული ხშირიგამოწვევები.  შესაბამისად,  ერთგვაროვანი პროდუქცია ხშირად არ გვაქვს საკმარისი რაოდენობით. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ საქართველოში განვვითარდეთ. მომავალშიგვსურს ერთი მაღაზია კიდევ დავამატოთ.  სტატისტიკის მიხედვით,  ძირითადი მოთხოვნა  არის საბურთალოს, გლდანის, ვარკეთილისა და დიდი დიღმის ლოკაციებიდან.  წელს დაგეგმილი გვაქვს, რომ სრულად დავასრულოთ საწარმოს აღჭურვა“, - განმარტა გიორგი იონათამშვილმა.

კომპანიის ერთ-ერთი მიმართულება აგროტურიზმია. კონკრეტულად კი აპი სახლი. აპი სახლებზე დიდი მოთხოვნაა ევროპაში. საქართველოში კი ეს ბიზნესი ახლა იწყებს განვითარებას.

ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა აგრო ტურიზმიკონკრეტულად, აპი სახლი, რომელიც საკმაოდ საინტერესოა. ძირითადად, უცხოელები არიან დაინტერესებულნი. ეს არის სპეციალური ხის კოტეჯი, სადაც ტარდება აპი თერაპიის პროცედურები. ნერვული სისტემისთვის, ფილტვებისთვის და .შ ერთგვარი გამაჯანსაღებელითერაპიული სეანსები მიმდინარეობს, რომელიც გახლავთ არომათერაპიის  ერთ-ერთი მიმართულება. ადგილზე სადემონსტრაციო საფუტკრეც გვაქვს, სადაც განთავსებულია მისაღები ოთახი,  ასევე ფუტკართან დაკავშირებული ძველი ნივთები და თანამედროვე აღჭურვილობასკოლებიც დაინტერესებულები არიან. პერიოდულად ბავშვები მოჰყავთ. გარდა ამისა, აპი სახლით  უცხოელებიც აქტიურად არიან დაინტერესებულნი“, -  განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი იონათამშვილმა.

 

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები