2024 წლის ნოემბერში თბილისის უძრავი ქონების მეორად ბაზარზე (ჯამურად, ახალ და ძველ პროექტებში) 1,669 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.5%-იანი, ხოლო თვიურად 9.9%-იანი კლებაა.როგორც Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, ჯამურად 2024 წლის 11 თვეში თბილისში მეორად ბაზარზე სულ 18,405 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.9%- იანი კლებაა.
2024 წლის ნოემბერში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედით, 0.4%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ზრდის ტემპი 2024 წელს დასტაბილურებულია. 2024 წლის დასაწყისიდან ფასების ცვლილების მაჩვენებელი შემდეგია:
• ფასი პირველად ბაზარზე გაიზარდა 5.3%-ით
• მეორადი ბაზრის ახალი პროექტების ფასი 7.9%-ით გაიზარდა
• მეორადი ბაზრის ძველი პროექტების ფასი 1.6%-ით გაიზარდა.
ამასთან, ზოგიერთ რაიონში ფასების ვარიაცია მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო პროექტები ერთმანეთთან ახლოსაა. ამის მიზეზი არის პროექტის განსხვავებული კეთილმოწყობა, ბინის ჩაბარების კონდინცია და დეველოპერის რეპუტაცია.
„2024 წლის ნოემბერში თბილისში სულ 282.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 18.2%-იანი. გაყიდვების ღირებულების ზრდა 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, მაღალი ფასების და ტრანზაქციების გაზრდილი რაოდენობის შედეგია. ჯამურად, 2024 წლის 11 თვეში 2,800 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა (+5.5% წ/წ). ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1,000/მ2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
უახლესი
15 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა2 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს3 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება