პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საბიუჯეტო ოფისის ახალი ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი თანამშრომლებს წარუდგინა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკანონმდებლო პროცესში საბიუჯეტო ოფისის როლი განსაკუთრებულია.
„მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრებს ჰქონდეთ სათანადო მხარდაჭერა და დახმარება, რომ ფინანსურ-საბიუჯეტო პროცესებში მაქსიმალურად გაერკვიონ და განხორციელდეს ყველაფრის ანალიზი. საბიუჯეტო ოფისის ანალიტიკური საქმიანობა მნიშვნელოვანია და პოტენციალიც არის, რომ საბიუჯეტო ოფისი აქტიური იყოს პარლამენტის წევრებისთვის სერვისების შეთავაზების კუთხით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ანდრია გვიდიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელად წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა და საბიუჯეტო ოფისის ახალ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება. „დარწმუნებული ვარ, შევასრულებთ იმ ამოცანებს, რაც პარლამენტს აქვს განსაზღვრული საბიუჯეტო ოფისის მიმართ", - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
ანდრია გვიდიანს აქვს ეკონომიკური პროფილის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა წლებში იყო რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის მოწვეული ექსპერტი და კონსულტანტი.
უახლესი
14 საათის წინ
ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი საქმიანობა სრულად გაჩერდა16 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7427 ლარი გახდა16 საათის წინ
„ვილა მოსავალი“ ბაზარზე ახალ პროდუქტს გამოიტანს