დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მნიშვნელოვანი იქნება, რომ 2030 წლისთვის ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად ელექტროენერგიაზე გაზრდილი შიდა მოხმარება დავაკმაყოფილოთ - დავით ნარმანია

მნიშვნელოვანი იქნება, რომ 2030 წლისთვის ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად ელექტროენერგიაზე გაზრდილი შიდა მოხმარება დავაკმაყოფილოთ - დავით ნარმანია

31-10-2024 19:00:00

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ წარმოება, მოხმარება ადეკვატურად იზრდება, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომელმაც ენერგეტიკაში მიმდინარე მოვლენები დეტალურად მიმოხილა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ელექტროენერგიის წარმოებას უახლოეს პერიოდში გაზრდის, რადგანაც ექსპლუატაციაში ჩაეშვება დამატებით წყაროები.

„ჩვენ გაქვს ეკონომიკური ზრდა და მისი პროგნოზი რამდენჯერმე გადაიხედა და გაიზარდა. ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ წარმოება, მოხმარება - ბევრი რამ ამის ადეკვატურად იზრდება, შესაბამისად ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც იზრდება. ამიტომაც მნიშვნელოვანი იქნება, რომ 2030 წლისთვის ჩვენ ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად ელექტროენერგიაზე გაზრდილი შიდა მოხმარება დავაკმაყოფილოთ და პლუს ეს არსებული სხვაობა, რაც არის ექსპორტ-იმპორტს შორის ესეც უნდა დავაკმაყოფილოთ. თუმცა ეს სავსებით შესაძლებელია იმიტომ, რომ პირველი: ქვეყანამ შეცვალა დამოკიდებულება ენერგიის შიდა წარმოების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ახლა დამტკიცდა მხარდაჭერის ახალი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც მთავრობა მხარს უჭერს განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოებას. ეს არის ჰიდროენერგია, ეს არის ქარის და მზის ენერგია და აქედან გამომდინარე ჩატარდა აუქციონი, სადაც უკვე 1000 მგვტ-ზე მეტი ახალი სიმძლავრეები არის რაც უკვე დაკონტრაქტებულია მთავრობის მიერ, ან მიმდინარეობს კონტრაქტებზე მუშაობა. 

ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოეს პერიოდში დამატებით ეს წყაროები ჩაეშვება. ანუ დაიწყება მათი მშენებლობა და ეტაპობრივად ექსპლუატაციაში შესვლა. 

მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში გაქვს დაბალი გადასახადები, თავისუფალი ბიზნესგარემო, მარტივი ადმინისტრაციული პროცედურები. შესაბამისად ინვესტორის ურთიერთობა მთავრობასთან არის ძალიან მარტივი. ისინი ინტერესდებიან მხოლოდ ენერგეტიკით, არაფერს ვამბობ სხვა სექტორებზე, ვინაიდან ერთის მხრივ ენერგიაზე მოთხოვნაა ქვეყანაში, მეორეს მხრივ ხელშეწყობის მექანიზმები არსებობს და მესამეს მხრივ ბიზნეს გარემო არის მარტივი. ამიტომაც ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ 2030 წლისთვის იქნეს დაკმაყოფილებული სრულად ადგილობრივი მოთხოვნა და ქვეყანა გახდეს ნეტო-ექსპორტიორი. თან ეს ის პერიოდია, როდესაც უნდა დასრულდეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობა, რითაც დამატებით საკმაოდ დიდი ბაზარი ჩნდება ელექტროენერგიის ექსპორტის თვალსაზრისით. ამდენად მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა მთავრობის სწორედ ეს გახლავთ“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება გაკეთდა, რომელიც დაახლოებით 2 წელი მიმდინარეობდა.

„კვლევის შედეგების მიხედვით, როგორც ტექნიკური ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით ეს პროექტი არის განხორციელებადი, ანუ სიცოცხლისუნარიანი. ახლა უკვე შემდგომი ფაზის დროა, როცა დეტალური პროექტ დიზაინი უნდა მომზადდეს, რასაც შემდგომ უკვე მშენებლობა უნდა მოჰყვეს“, - ამბობს ნარმანია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები