ლონდონში გამართულ G100 ქალთა ეკონომიკურ ფორუმზე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისთავმჯდომარეს ნინო ზამბახიძეს "ათწლეულის ქალი"-ს ჯილდო გადაეცა.
ჯილდო “ათწლეულის ქალი”განკუთვნილია ლიდერი ქალებისთვის, რომლებიც არიან პიონერები დაწამყვანები თავიანთ სამეწარმეო და პროფესიულ წამოწყებაში. ასევე, ადამიანებისთვის , რომელთა გამორჩრული ხედვა და მიდგომა ახდენენ ინოვაციებს ლიდერობის ყველა ეტაპზე და სფეროში. ეს არის მათთვის, ვისი გამოცდილებაც და სულისკვეთებაც შთააგონებს მომავალ თაობას უფრო ძლიერი ლიდერობისკენ.
"ჩემთვის დიდი პატივი “ათწლეულის ქალი” ჯილდოს მიღება,რადგან ეს არის ერთ-ერთიგამორჩეული და საპატიო ჯილდო, რაც აქამდე მიმიღია. რაც შეეხება მსოფლიო 100 გავლენიანქალს შორის ყოფნა, ეს არის მოტივაცია და პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავისასევე, ქვეყნის წინაშე,"-განაცხადა ნინო ზამბახიძემ.
G100 არის გლობალური ქალი ლიდერების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 100 გამორჩეულ დაგავლენიან ქალს, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატებს, სახელმწიფოს ყოფილ მეთაურებს, მინისტრებს, ფილანტროპებს, ინვესტორებს, მეწარმეებს, კორპორაციულ და საზოგადოებისლიდერებს. G100 არის ის წრე, რომელშიც წარმოდგენილია 100 საუკეთესო ლიდერი, მსოფლიომასშტაბით, 100 სხვადასხვა სექტორიდან. მისი თითოეული წევრი არის გლობალური თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს კონკრეტული სექტორის ფრთას.
უახლესი