ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სებ-ის პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი ბაქრაძის გადაწყვეტილების შესახებ, რომ ის ტოვებს ეროვნულ ბანკს, საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.
წამყვანის კითხვაზე შესაძლებელია თუ არა გიორგი ბაქრაძემ გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, თურნავამ აღნიშნა, რომ ის მიესალმება თუკი ასეთი რამ მოხდება.
ნათია თურნავას განცხადებით, გიორგი ბაქრაძე, მისივე თხოვნით, ამ დრომდე მუშაობს ეროვნულ ბანკში და აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში.
„გიორგი ბაქრაძე მაღალი რანგის პროფესიონალია, ძალიან დადებითი წვლილი შეაქვს და არაერთხელ შეიტანა ჩვენს მუშაობაში. მე იმედი მაქვს, რომ შეიძლება გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, რადგან მას შემდეგ, რაც განცხადება გააკეთა, რომ ის ტოვებს ეროვნულ ბანკს, მერე გვქონდა შეხვედრა. მან მთხოვა, რომ კიდევ დარჩება, იმუშავებს, დაესწრება ჩვენს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს. მე იმედი მაქვს და ძალიან გამიხარდება იმიტომ, რომ ახლა, ის სამსახურში დადის, გვეხმარება, აქტიურად არის ჩართული, რაღაც გეგმები აქვს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის უფლება მთხოვა და მე მხოლოდ მივესალმები, თუკი ეს ასე იქნება“-აღნიშნა ნათია თურნავამ.
უახლესი
21 საათის წინ
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ SOLO21 საათის წინ
ჯადოსნური საშობაო ბაზრობა შატო მუხრანში