დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Nano Filter-ი ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს

Nano Filter-ი ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს

23-12-2024 16:01:00

კომპანიისთვის  2024 წელს დადებითად შევაფასებ, რადგან კომპანიის ცნობადობა და გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია Nano Filter-ის დირექტორმა ვახტანგ ლობჟანიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვები მიმდინარე წელს, 2023 წელთან შედარებით, ზრდამ ყველა მიმართულებით, მათ შორის პროდუქციის რეალიზაციაში თითქმის 90% შეადგინა.

„ამ სფეროს მიმართ ინტერესი გაიზარდა. მაგალითად ვინც აშენებს ახალ სახლს, ან არემონტებს, ამ ადამიანებს გავაცანით თუ რისთვის არის წყლის ფილტრაცია საჭირო“, - აცხადებს ვახტანგ ლობჟანიძე.

Nano Filter-ის დირექტორი აცხადებს, რომ კომპანია როგორც საცალო, ისე საბითუმო მიმართულებით წარმატებულად მუშაობს.

„კორპორაციული დამკვეთისთვის რამდენიმე დიდი პროექტი გავაკეთეთ. ახლაც ვმუშაობთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება საცალოს, წლიდან-წლამდე იზრდება. ჩვენი კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია „კარფურში“, „ნოვას“ ქსელში, სადაც გაყიდვები თვიდან-თვემდე მზარდია“, - ამბობს ვახტანგ ლობჟანიძე. .

Nano Filter-ი ფლობს ერთ შოურუმს თბილისში თუმცა 2025 წელს ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს, შემდეგ კი რეგიონებში გაფართოებას. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები