ლოკოკინების ფერმის მფლობელი და მწარმოებელი „ნადი ჯგუფი“ მიმდინარე სეზონზე 20%-ით მეტ მოსავალს ელოდება.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა, მოსავლის აღება გაზაფხულზე, მაისის, ბოლოს დაწყება. კომპანიაში 2025 წელს 2024 წელთა შედარებით ლოკოკინას უფრო მეტ მოსავალს ელოდებიან.
„გასულ წელს ჩვენ პროდუქცია გავიტანეთ თურქეთში, იტალიასა და საფრანგეთში. რეალურად 2024 წელს ჩვენი ექსპორტის 90%-ი თურქეთში განხორციელდა. თურქეთის ბაზარი საკმაოდ კარგი ბაზარია, ახლოსაცაა და კომუნიკაციაც უფრო მარტივია. შესაბამისად მიწოდებაც უფრო იოლია. რაც შეეხება ფასებს საფრანგეთთან და იტალიასთან შედარებით დიდი სხვაობა არ არის. თურქეთის ბაზრიდან მოთხოვნა არის, თუმცა ვცდილობთ სხვა ბაზრებზეც გავფართოვდეთ. 2025 წელს თურქეთში ექსპორტი ალბათ ისევ გასული წლის დონეზე დარჩება“, - აცხადებს „ნადი ჯგუფის“ დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს „ნადი ჯგუფმა“ თურქეთში ექსპორტთან დაკავშირებით 3 წლიანი კონტაქტი გააფორმა.
წლის განმავლობაში ლოკოკინების მოსავლის აღება ორჯერ გაზაფხულზე და შემოდგმაზე ხდება.
ამ ეტაპზე კომპანია ფერმის გაფართოებას არ განიხილავს.
„ჩვენი ასორტიმენტი შედგება ცოცხალი ლოკოკინებისგან, ფილესგან და სხვადასხვა სახის ნახევარფაბრიკატებისგან. თურქეთში ძირითადად ფილეს ვყიდით, რადგანაც ამ ბაზარზე მოთხოვნა ლოკოკინას ფილეზეა.
2024 წელს კომპანიამ ექსპორტზე 400 ტონა პროდუქცია გაიტანა.
ლოკოკინების ფილეზე მოთხოვნა იზრდება ადგილობრივ ბაზარზეც. „ნადი ჯგუფი“ ადგილობრივ ბაზარზე აქტიურად თანამშრომლობს ჰორეკა სექტორთან.
1 ტონა ლოკოკინადან ფილეს გამოსავლიანობა მხოლოდ 20%-ია, მაგრამ მიუხედავად ამ რაოდენობისა მოგების მხრივ კომპანიისთვის უფრო ხელსაყრელი ლოკოკინას ფილეს ექსპორტია.
შპს „ნადი ჯგუფი“ 2018 წელს, იტალიური კომპანია ,,ჩერასკოს" მოლუსკების საერთაშორისო ინსტიტუტთან თანამშრომლობით, დაფუძნდა.
უახლესი
3 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8004 ლარია