დავამატეთ 20 ახალი კარტინგი, რითაც ჩვენს სერვისზე ჭარბი მოთხოვნა დავაბალანსეთ, - ამის შესახებ, კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა მალხაზ მთვარელიშვილმა Business Insider Georgia- სთან განაცხადა.
„ასევე კარტინგ ლილოს ტერიტორიაზე გავხსენით კაფე, სადაც მომხმარებელს, რომელიც ლოდინის რეჟიმშია, აქვს შესაძლებლობა თავი კომფორტულად იგრძნოს“, - განაცხადა მალხაზ მთვარელაშვილმა.
კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ „კარტინგ ლილოს“ სერვისზე მოთხოვნა 40-50%-ით გაიზარდა.
„მოგვიწია სერვისზე ფასის გაზრდა და ამ დროისთვის კარტინგით სარგებლობისას 10 წუთის ფასი 35 ლარია. გასულ წელს საფასური 25 ლარს შეადგენდა. კარტინგი სეზონურია და პიკი იყო ივლისში. შემოდგომაზე ამინდების გაუარესებასთან ერთად გვაქვს მოლოდინი, რომ მომხმარებლების რაოდენობა შემცირდება“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
მისი თქმით, ამ დროისთვის კომპანია იღებს კორპორაციულ შეკვეთებს კომპანიებისგან, რაც მთლიანი სერვისის 30%-ია.
რბოლისთვის განკუთვლილი ტრასა და კარტინგები აღჭურვილია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით, რათა მძღოლი და გარშემო მყოფი ადამიანები, სრულიად იყვნენ დაცულნი ყოველგვარი ინციდენტისგან.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, კარტინგის მანქანები შექმნილია თანამედროვე დიზაინით და უახლესი ტექნოლოგიებით. სარბენი ტრასის სიგრძე 1 კილომეტრია და მისი მოცულობა მომავალში კიდევ გაიზრდება.
კომპანიაში ,კარტინგ ლილო" 7 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
19 წუთის წინ
კომერციული ბანკები მთლიანი აქტივები იზრდება1 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ფორთოხალს ყიდულობს4 საათის წინ
რატომ უნდა აღნიშნო დაბადების დღე Wendy's-ში