ავიაკომპანია British Airways-ის შემოსვლა საქართველოს საავიაციო ბაზარზე არს უმნიშვნელოვანესი და წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეხმაროს ავაჩქაროთ აშშ-სთან პირდაპირი ფრენების სტიმულირება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, მინისტრის მოადგილის თქმით, ამერიკულ ავიაკომპანიებთან მუშაობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და ქართული მხარე, მათ სისტემატურად აწვდის მონაცემებს, საქართველოში გაზრდი ტურისტების თუ მგზავრთნაკადის შესახებ.
„რაც შეეხება ფრენებს აშშ-სთან იცით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის გამორჩეულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. წლებია ვმუშაობთ აღნიშნული მიმართულებით. წლებია ამ თემაზე ვმუშაობთ და ეს ავიაციაში აბსოლუტურად ნორმალური პრაქტიკაა, რომ მუდმივად, წლების განმავლობაში ემუშავები პოტენციურ ავიაკომპანიებს, აწვდი მათ ციფრებს. ჩვენ გვესმის რომ ინტერესი მაღალია და ჩვენი ინტერესიცაა, რომ ეს მოლაპარაკებები ლოგიკურ წარმატებულ დასასრულამდე გავიდეს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კვარტალში ერთხელ გაქვს შეხვედრები ამერიკულ ავიაკომპანიებთან. ჩვენი გუნდი მუდმივად კავშირზეა მათთან. გაქვს ინფორმაციების მუდმივი გაცვლა.
ავიაკომპანია British Airways-ის შემოსვლა საქართველოს საავიაციო ბაზარზე არს უმნიშვნელოვანესი და წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეხმაროს ავაჩქაროთ ამერიკასთან პირდაპირი ფრენების სტიმულირება. British Airways-ს აქვს ზიარი კოდის თანამშრომლობა American Airlines-თან, მათ ისე დაგეგმეს საქართველოში ფრენების განრიგი, რომ არის ძალიან კარგი კავშირი ამერიკის ფრენებთან. ეს რა თქმა უნდა დაასტიმულირებს აშშ-დან ტურისტული ნაკადების შემოსვლას, გაზრდის მგზავრთნაკადს და ეს რა თქმა უნდა თავის მხრივ მდგრადს გახდის იმ ბიზნეს მოდელს, რომელსაც ყველა ავიაკომპანია საქართველოში თუ სხვა მიმართულებებში ოპერირების წინ აკეთებს. British Airways-ის შემოსვლა ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბრიტანეთთან გავაძლიეროთ ტურიზმის თუ ეკონომიკის სხვა დარგების ურთიერთობები, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა ამერიკასთან პირდაპირი ფრენების დაწყების კუთხით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
უახლესი