საქართველოში Wendy's-ს, Subway-ს და Dunkin-ს ახალი ხელმძღვანელი გივი გვეტაძემ სოცილურ ქსელში წერს, რომ ნათია ჭკადუა, მსოფლიოში „ვენდის“ რესტორნების 5 საუკეთესო GM-ს შორის შევიდა.
„ვენდის 2024 წლის კონვენცია ორლანდოში. ჩვენი რესტორნის მენეჯერი, ნათია ჭკადუა დაასახელეს როგორც ვენდის რესტორნების ტოპ GM (რესტორნის მენეჯერი) და ის 200 სხვა ტოპ მენეჯერთან ერთად (როგორც აშშ-დან ასევე ყველა სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან) ესწრება ვენდის კონვენციას.
ამავე კონვენციაზე, დამატებით, ნათია დაასახელეს როგორც Top of the Top GM, და უკვე შევიდა მსოფლიოში ვენდის რესტორნების 5 საუკეთესო GM-ს შორის“, - წერს გივი გვეტაძე.
გივი გვეტაძის ინფორმავიით, ნათია საქართველოში ვენდის გახსნის პირველივე დღიდან არის ვენდის გუნდის წევრი და ეს ჯილდო ასახავს იმ ყველა დადებით თვისებას, შრომას, თავდადებას, მოტივაციას, ლიდერობას, რაც მას გააჩნია.
„ცხადია, უდიდესი ნაწილი ამ წარმატებასა და აღიარებაში მიუძღვის საოპერაციო გუნდს, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისოს, ვინაიდან მათი საქმიანობის შედეგად გვაქვს საუკეთესო ხარისხის პროდუქტი, საუკეთესო მომსახურება, ბედნიერი თანამშრომელი და ბედნიერი მომხმარებელი. ნიკა, ნოდო, გილოცავთ თქვენი გუნდის ამ დიდ და ძალიან მაგარ წარმატებას და აღიარებას. keep going guys“, წერს საქართველოში Wendy's-ს, Subway-ს და Dunkin-ს ახალი ხელმძღვანელი.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა