პირველმა ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც 2022 წლიდან ბრიტანეთში საქმიანობს, ულიმიტო სამოგზაურო ფიზიკური SIM ბარათი გამოუშვა.
„დაახლოებით 1 თვის წინ, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა დაამტკიცა ახალი FUP პოლისი, რის შედეგადაც ჩვენს ფიზიკურ SIM ბარათებზე დიდი ბრიტანეთის გარეთ მოგზაურობისას შესაძლებელი გახდა პაკეტის ჯამური მოცულობის მხოლოდ 25%-ის გამოყენება. ამ სიახლემ საკმაოდ ნეგატიური უკუკავშირი გამოიწვია ჩვენს ერთგულ მომხმარებლებში ვინც ბრიტანეთს გარეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდნენ“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა მარიამ კაკაბაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაცით შეზღუდვის გავრცელების პარალელურად mobineX-ის გუნდმა ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია დაიყო და ზუსტად 5 კვირაში მოახერხა ბევრად გაუმჯობესებული, ახალი ფიზიკური SIM ბარათების გამოტანა ბაზარზე.
„შედეგად, დღეს mobineX-ში უკვე გვაქვს ფიზიკური SIM ბარათები, რომლებიც ძველი SIM ბარათებისგან განსხვავებით, არა მხოლოდ ევროპის 35 ქვეყანას ფარავს, არამედ - მთელ დედამიწას“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახლა უკვე, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილისთვის შესაძლებელია კონკრეტული დღეებისა და MB-ების რაოდენობის შერჩევა ან უფრო მარტივად, გქონდეთ ულიმიტო ინტერნეტი სასურველი პერიოდით.
„mobineX - სულ ხაზზე ვართ!“- აცხადებენ კომპანიაში.
mobineX პირველი კომპანიაა, რომელსაც აქვს სამოგზაურო ინტერნეტის როგორც eSIM, ისე - ფიზიკური SIM ბარათი. ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: https://onelink.to/httpsmobinex1311-1
უახლესი
2 საათის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი4 საათის წინ
რომელი ქვეყნებიდან ახდენს საქართველო ზეთის იმპორტს4 საათის წინ
ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა