ფინეთსა და ესტონეთს შორის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი Estlink 2, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის, გაწყდა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, კაბელის მეშვეობით ფინეთიდან 650 მეგავატის სიმძლავრის დენი მიეწოდებოდა ესტონეთს. კაბელი ფინურ კომპანია Fingrid-ის ეკუთვნის. როგორც ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, მომხდარი ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაზე გავლენას არ იქონიებს.
კომპანია Fingrid-ში არ გამორიცხეს, რომ, შესაძლოა, საქმე ჰქონდეთ დივერსიასთან, თუმცა ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება არის ჩასატარებელი. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ კაბელის გაწყვეტის ადგილას, ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე ჰონკონგის დროშის ქვეშ მცურავი Xin Xin Tiang 2 სახელწოდებით გემი შენიშნეს. მანამდე ამ ადგილს კუკის კუნძულების დროში ქვეშ მცურავმა გემმა ჩაუარა.
აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ბალტიის ზღვაში კაბელის გაწყვეტის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. 17 ნოემბერს შვედეთსა და ფინეთს შორის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელი გაწყდა, ხოლო 18 ნოემბერს გერმანიასა ფინეთს შორის გამავალი კაბელის გაწყვეტა დაფიქსირდა.
უახლესი
10 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“11 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8021 ლარი გახდა