დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიმდინარე მსხვილი რეფორმებიდან კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია - ლევან დავითაშვილი

მიმდინარე მსხვილი რეფორმებიდან კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია - ლევან დავითაშვილი

20-01-2025 17:28:00

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც კაპიტალის ბაზრის რეფორმის პროექტზე მუშაობს, შემუშავებული რეფორმის იმპლემენტაციას უკვე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს დახმარებით ახდენს, რომელიც 2024 წლიდან კერძო სექტორს უკვე ფასიანი ქაღალდების გამოშვებაშიც ეხმარება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, კაპიტალის ბაზრის განვითარება ეს სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 

„ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობას. იცით, რომ ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტი ჩვენთვის სამინისტროში მიმდინარე მსხვილი რეფორმებიდან ეს არის კაპიტალის ბაზრის განვითარება, რომელზედაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ინტენსიურად ვმუშაობთ და ვიმუშავეთ. ეს გეგმა აქტუალურია 2025 წელსაც და სამინისტრო პოლიტიკის შემუშავების კუთხით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. 2024 წელი ამ კუთხით იყო გამორჩეული. 2025 წელს ჩვენ იმპლემენტაციის ნაწილშიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თვითონ დაეხმარება კომპანიებს გარკვეული მიმართულებებით იმპლემენტაციაში იმ პოლიტიკის, რომელიც დავნერგეთ. მაგალითად, იგივე ფასიანი სასესხო ქაღალდების გამოშვებაში, კვლევების ჩატარებაში, თანადაფინანსებაში. ასევე ფაქტორინგის მიმართულებით ჩვენ ახალი კანონმდებლობა მივიღეთ და ფაქტორინგის კლერენსის სისტემა, რომ მთლიანად სახელმწიფოს ჩართულობით მოეწყოს და ამისი ერთიანი ციფრული პლატფორმა შეიქმნას და ამაზეც „აწარმოე საქართველოში“ მუშაობს. ასე, რომ არ არის მხოლოდ პოლიტიკა რეფორმების კუთხით, რომელსაც სამინისტრო და ცენტრალური აპარატი შეიმუშავებს და შემდგომში მთავრობა და პარლამენტი ამტკიცებს, არამედ უშუალოდ განხორციელებაში ჩვენ კომპანიებთან და კერძო სექტორთან ერთად უკვე „აწარმოე საქართველოში“-ს მეშვეობით ვართ აქტიურად ჩართული“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები