დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გიორგი ტყემალაძემ წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

გიორგი ტყემალაძემ წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

20-01-2025 19:02:00

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ წარმატებული თბილისელი სპორტსმენებისდაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. ღონისძიება, რომელიც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჩატარდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა,  საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, ასევე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სპორტული უწყებების,ფედერაციების წარმომადგენლები და თბილისელი სპორტსმენები ესწრებოდნენ.

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე სპორტსმენებს მიესალმა, მათ მიღწევებზეისაუბრა და წლის საუკეთესო სპორტსმენი მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვებული საქართველოს ფეხბურთისეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაუსწრებლად დააჯილდოვა.

 

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, თბილისი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისმიმართულებით გამორჩეული ქალაქია, რაც ქართველი სპორტსმენების წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა.

მოხარული ვარ დავესწრო ღონისძიებას, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და რომლის მიზანიცწარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაფასება, სპორტის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესისპოპულარიზაცია და იმ ადამიანების დაჯილდოება, რომლებმაც 2024 წელს საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენიქვეყანა არაერთხელ ასახელეს. ჩვენი სპორტსმენები ნამდვილად წერენ  ქვეყნის ისტორიას და ისინი არიანადამიანები, რომელთა გვერდში დგომაც ჩვენთვის დიდი პატივია. 2024 წელი ქართული სპორტისთვის ისტორიული წელი იყო, რისთვისაც  თითოეულ თქვენგანს მადლობას ვუხდი. დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

ღონისძიებაზე სულ 185 თბილისელი სპორტსმენი დაჯილდოვდა, რომლებიც სპორტულ ჟურნალისტებსშორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ. ჯილდოები საქართველოს ჩემპიონატისუმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის ქალთა ხუთ და ამპუტანტთა ფეხბურთის ერთ გუნდს გადაეცა. გარდა ამისა, გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდნენ: წლის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი, წლის საუკეთესო პარასპორტსმენი მამაკაცი, წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი, წლის საუკეთესოსპორტსმენი მამაკაცი, წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.

წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების პრიზიორებს და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულგუნდებს, თბილისის მერიის სახელით, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ. 2024 წელსსპორტული მიღწევებისთვის დაჯილდოებული სპორტსმენებისთვის გამოყოფილი ჯამური თანხა ერთმილიონ ლარს შეადგენს. პროგრამა 2018 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებშიც, უკვე 1 000-ზემეტი სპორტსმენი დაჯილდოვდა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები