2025 წელს ,,კიკეთის ფერმა" არაერთი სიახლით ხვდება. კომპანიის ხედვა კი კვლავ გაფართოებას და განვითარებას შეეხება. 2024 წლის შეჯამების და 2025-ის გეგმების შესახებ Business Insider Georgia ,,კიკეთის ფერმა"-ს ესაუბრა.
,,2024 წელი საკმაოდ აქტიური იყო ფერმისთვის - ფერმას შეემატა ისეთი ახალი სერვისები, როგორიცაა ასტრონომიული საღამოები, ჰაიკინგი, ტრიუფელებზე ნადირობა, იოგა სესიები, მზით ბეჭდვა, ღია კინოჩვენებები. ფერმის სახელოსნოში დაემატა ტყავის მასტერკლასი, მწვანე გაკვეთილები. ფერმაში გაიხსნა საერთო სამუშაო სივრცე - გალერეა, ახალი სასტუმროები, მათ შორის ექსვსნომნრიანი ხის კოტეჯი, ხეზე სახლები და ოდა სახლების კომპლექსი. ასევე, ფერმაში გაიხსნა კვების ობიექტები - რესტორანი „ნეითივი“ და კაფე-რესტორანი „სლინკ ფერმა“, - განგვიმარტეს კომპანიაში.
,,კიკეთის ფერის" წარმატებას მისი უნიკალური მდებარეობა და კონცეფცია წარმოადგენს.
,,ფერმა თბილისთან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე მდებარეობს და სტუმარს სთავაზობს განსხვავებულ საცხოვრებელ ნომრებს, Farm-to-Table კონცეფციის მენიუს და ისეთი გამოცდილებების ნაკრებს, როგორიცაა ცხენებით გასეირნება, ღვინის დეგუსტაცია, შემოქმედებითი მასტერკლასები და ა.შ. კიკეთის ფერმა, ქალაქთან ძალიან ახლოს, ქმნის ახალ ეკოსისტემას, სადაც ბუნება და კულტურული მემკვიდრეობა თანაარსებობს, სადაც ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანისთვის ერთდროულადაა შესაძლებელი შემეცნება, დასვენება, გართობა, განტვირთვა/სიმშვიდის მოპოვება, მრავალფეროვანი გამოცდილებების მიღება. ფერმა ცდილობს ადამიანები დაახლოვოს ბუნებასთან, შთააგონოს, გაუღვიძოს შემოქმედებითი უნარები, იზრუნოს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ გაჯანსაღებაზე, შესძინოს ახალი გამოცდილებები, ამოგზაუროს დროში და სივრცეში - საინტერესო თავგადასავალში“, - აღნიშანავენ ,,კიკეთის ფერმაში".
,,კიკეთის ფერმის" სერვისებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა, შესაბამისად კომპანია გაფართოებას 2025 წელსაც გეგმავს.
,,ყველაზე დიდი წილი დატვირთვა მოდის საცხენოსნო სერვისებზე, როგორიცაა ცხენით გასეირნება მოედანზე და საცხენოსნო ტურები კიკეთის შემოგარენში. ფერმა აგრძელებს განვითარებას. დაგეგმილია ახალი სასტუმროსა და საღონისძიებო სივრცეების მოწყობა", განმარტავენ კომპანიაში.
უახლესი