დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში მილიონ შვიდასი ათასი მანქანაა რეგისტრირებული, საიდანაც დაზღვეულია მხოლოდ 120 000 - დევი ხეჩინაშვილი სადაზღვევო ბაზრის გამოწვევებზე

საქართველოში მილიონ შვიდასი ათასი მანქანაა რეგისტრირებული, საიდანაც დაზღვეულია მხოლოდ 120 000 - დევი ხეჩინაშვილი სადაზღვევო ბაზრის გამოწვევებზე

20-01-2025 18:00:00

დევი ხეჩინაშვილი სადაზღვევო ბაზარზე არსებული ზრდის ტენდენციებზე საუბრობს, რომლის პარალელურად  საგულისხმო გამოწვევბსაც ასახელებს, რომელზე მუშაობაც მისი ხედვით ეფექტიანი იქნება სექტორის განვითარებისათვის. 2024 წლის ტენდენციებსა და სამომავლო საჭიროებებზე Business Insider Georgia სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელს დევი ხეჩინაშვილს ესაუბრა. 

ჩვენ ჯერ დადასტურებული ციფრები ვიცით ცხრა თვის. წლის ბოლო ციფრები გვეცოდინება მარტის ბოლოს. 9 თვის მონაცემებით, ჯამში რომ შევხედოთ არის საკმაოდ კარგი 20%-იანი ზრდა, რომელიც თავისთავად,  არის არაჩვეულებრივი", - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

მისი შეფასებით, სადაზღვევო ბაზარზე რამდენიმე საკვანძო საკითხი იკვეთება, რომელზე მუშაობაც მნიშვნელოვნად დააქარებდა ინდუსტრიის განვითარებას. 

სავალდებულო დაზღვევა რჩება საკვანძო საკითხად წლების განმავლობში. არა უბრალოდ იმიტომ რომ აქედან რაღაცა შემოსავალს  ელის სადაზღვეო ინდუსტრია, არამედ ეს არის ყველა ქვეყანაში. ამავდროულად, ეს არის საკვანძო საკითხი სადაზღვევო ფიქრის, სადაზღვევო ჩვევების დანერგვაში. იმიტომ რომ დღეს საქართველოში მილიონ შვიდასი ათასი (1 700 000) მანქანაა რეგისტრირებული, როემლთაგან დაზღვეულია 120 000. აქვე, უცნაურია ჩვენთან არსებული რეგულირება, რომელიც შეეხება შემდეგს: თუ ადამიანი, რომელიც ეკონომიკურად აქტიურია, შრომობს, ქმნის დოვლათს და არის საყოველთაო პროგრამის ბენეფიციარი, და გადაწყვეტს რომ გაიუმჯობესოს თავისი სამედიცინო მომსახურება ის კარგავს საყოველთაო პროგრამას, იმ სიკეთეს რომელიც თითქოს საყოველთაოა. ჩვენ იმედი გვაქვს რომ მიდგომა შეიცვლება, რაც თავისთავად სტიმულს მისცემს ბაზარსაც მაგრამ რაც მთავარია ადამიანებს გაუადვილებს ჯანდაცვის დაფინანსებას. ეს არის მთავარი. ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი უნდა იყოს ცვლილებების განხორციელება“, - ამბობს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი.

დევი ხეჩინაშვილის ხედვით, სექტორის განვითარება მჭიდრო კავშირშია ეკონომიკის განვითარებასთან .

„სექტორის გამოწვევა ყოველთვის არის დაკავშირებული ეკონომიკის განვითარებასთან. ეს არის უდაო. შეუძლებელია რომ სექტორს ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოზიტიური განვითარება თუ ეკონომიკა იწევს სტაგნაციაში - ეს არის მთავარი გამოწვევა “, განმარტავს სადაზღვევო ასოციაციისხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი.

სადაზღვეო სფეროში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იკვეთება. ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი სავალდებული დაზღვევის შემოტანაა ისევე, როგორც ეს ბევრ სხვა ქვეყანაშია.

„მე გეუბნებით ორი მსხვილი საკითხია. ერთი ძალიან მსხვილი, ძალიან მნიშვნელოვანი.  ეს არის სავალდებულო დაზღვევების შერჩეული შემოტანა, ისევე როგორც ყველგან. ყველააფერი ძირითადად, დაკავშირებულია მესამე პირის პასუხისმგებლობასთან, სადაც ის პირი რომელიც არ არის არაფერში ჩართული ზიანდება.  ავტო მფლობელის პასუხისმგებლობას აქვს გადამწყვეტი როლი. მე ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის დასაფინანსებლდ სახელმწიფო პროგრამების და სადაზღვეო პროგრამების სინერგია უნდა შევქმნათ“, - აცხადებს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი.

მისი მოსაზრებით, დიგიტალიზაციის როლი და მნიშვნელობა სადაზღვევო სექტორის განვითარებაში ფუნდამენტურია. 

„სადაზღვევო სექტორის განვითარება უნდა მიყვებოდეს,  კარგია რო უსწრებდეს საერთო ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს, სადაც დიგიტალიზაცია ზოგადად არის მთავარი ლოზუნგი და მთავარი შედეგის მომცემი“, - აღნიშნავს დევი ხეჩინაშვილი.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები