დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეტროში მგზავრთნაკადის პიკი ნოემბერშია, მუნიციპალურ ავტობუსებში აპრილში, ხოლო საბაგიროს ყველაზე მეტი ვიზიტორი აგვისტოში სტუმრობს - Tbilisi Transport Company

მეტროში მგზავრთნაკადის პიკი ნოემბერშია, მუნიციპალურ ავტობუსებში აპრილში, ხოლო საბაგიროს ყველაზე მეტი ვიზიტორი აგვისტოში სტუმრობს - Tbilisi Transport Company

20-01-2025 16:00:00

თბილისის სატრანსპორტო კომპანია დღეში საშუალოდ 880 160 მგზავრს ემსახურება. როგორც Business Insider Georgia-ს მიერ  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, 2024 წელს მეტროს ყველაზე მეტი მგზავრი ნოემბერში, მუნიციპალურ ავტობუსებს აპრილში, ხოლო საბაგიროს აგვისტოში ჰყავდა. 

2024 წელს მგზავრთა ნაკადის ყველაზე მაღალი რაოდენობა თვეების მიხედვით:

  • მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო)/ნოემბერი - 14 188 494 მგზავრი,
  • M3 კატეგორიის ავტობუსი/აპრილი - 16 507 705 მგზავრი,
  • საბაგირო/აგვისტო - 295 610 მგზავრი.

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“  საშუალოდ დღეში 880 160 მგზავრს ემსახურება.

2024 წელს მგზავრთა ნაკადის პიკი დღეების მიხედვით:

  • მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო)/23 ოქტომბერი - 589 194 მგზავრი,
  • M3 კატეგორიის ავტობუსი/26 აპრილი - 628 092 მგზავრი,  
  • საბაგირო/27 ივლისი -11 939 მგზავრი.

2024 წელს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ 322 139 227 მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 0,1%-იან კლებას აჩვენებს. 2024  წელს კომპანია სულ 322 139 227 მგზავრს მოემსახურა, საიდანაც 53%-ი მუნიციპალური ავტობუსებით გადაყვანილი მგზავრთნაკადია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია (ყოფილი შპს „თბილისის მეტრო"), რომლის 100%-იანი წილის მფლობელია თბილისის მერია, ოპერირებს 1966 წლიდან, როდესაც გაიხსნა მეტროპოლიტენის პირველი მონაკვეთი დიდუბე რუსთაველის მიმართულებით.

  • 2009 წელს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალური ავტობუსები და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონება სამი ავტოპარკის სახით.
  • 2012 წელს კი კომპანიას შემოუერთდა თბილისში მდებარე საბაგირო გზების ინფრასტრუქტურა და ახლად აშენებული რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა.
  • 2018 წელს კომპანიის მართველობაში გადმოვიდა თბილისის პარკინგის სისტემა 32,000-მდე საპარკინგე ადგილით.

კომპანიაში დასაქმებულია 6,492-მდე ადამიანი, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ იმისათვის, რომ თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სატრანსპორტო მომსახურება და მგზავრობა მათთვის იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები