დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გავლენა ექნება ტრამპის პრეზიდენტობას აშშ-ს საკრედიტო რეიტინგზე - Fitch Ratings

რა გავლენა ექნება ტრამპის პრეზიდენტობას აშშ-ს საკრედიტო რეიტინგზე - Fitch Ratings

20-01-2025 15:00:00

Fitch-ის სუვერენული რეიტინგების ახალი ხელმძღვანელის განცხადებით, მათ  სავარაუდოდ, ექნებათ უფრო მკაფიო სურათი იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად მეორე ვადით  არჩევა აშშ-ს საკრედიტო რეიტინგზე ზაფხულში მისი შემდეგი რეიტინგის განხილვის დროისთვის.

გასულ წელს პოზიციაზე დანიშვნების შემდეგ პირველ ინტერვიუში ჯეიმს ლონგსდონმა თქვა, რომ ჩინეთისა და საფრანგეთის რეიტინგის შემცირების საფრთხე იქნება ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, იმის პარალელურად, თუ როგორ მოახდენს რეაგირებას ბრიტანეთი მის ფისკალურ გამოწვევებზე.

Fitch-მა აშშ-ს რეიტინგი 2023 წლის აგვისტოში შეამცირა და გახდა მეორე მსხვილი სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-ის შემდეგ, რომელმაც ვაშინგტონს სამმაგი A რეიტინგი ჩამოართვა. თუმცა, საგულისხმოა რომ  AA+ ქულას აქვს "სტაბილური პერსპექტივა", რაც ნიშნავს, რომ რეიტინგის შემცირება ან განახლება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა.

”ვფიქრობ, რომ თქვენ გექნებათ გარკვეული პასუხები,” - თქვა ლონგსდონმა აშშ-ს შემდეგი რეიტინგის მიმოხილვაზე, რომელიც აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდება.

მისი განმარტებით, ტარიფებთან დაკავშირებული მოლოდინები მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება.

„ეს იქნება ძალიან ეტაპობრივი? თუ ნაკლებად ეტაპობრივი? უბრალოდ არ ვიცი", - აღნიშნა Fitch-ის სუვერენული რეიტინგების ახალმა ხელმძღვანელმა.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები