დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GREDA პოლიტიკურად არა ნეიტრალური ორგანიზაცია აღმოჩნდა, დარგისთვის რეპრეზენტატული არ არის - ლევან დავითაშვილი

GREDA პოლიტიკურად არა ნეიტრალური ორგანიზაცია აღმოჩნდა, დარგისთვის რეპრეზენტატული არ არის - ლევან დავითაშვილი

20-01-2025 17:17:00

სამწუხაროდ, GREDA უფრო მეტად პოლიტიკურად არა ნეიტრალური ორგანიზაცია აღმოჩნდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

როგორც ცნობილია, GREDA-ს და მისი წევრები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დარგობრივ უწყებასთან დიალოგს ითხოვდა. დღეს კი ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ GREDA დარგისთვის რეპრეზენტატული ორგანიზაცია არ არის.

"GREDA არ არის დარგის რეპრეზენტატული. ბევრი მსხვილი კომპანიაა რეპრეზენტატული. GREDA-სთან მე მაქვს ყოველდღიური კავშირი. მათთან ერთად ჩვენ ვმუშაობდით ბევრ საკითხზე, პოლიტიკის გაუმჯობესებაზე, ინიციატივების ჩამოყალიბებაზე და ა.შ.

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, GREDA უფრო მეტად პოლიტიკურად არა ნეიტრალური ორგანიზაცია აღმოჩნდა", - აღნიშნა დავითაშვილმა.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები