ქართულ ენაზე მომუშავე ხელოვნური ინტელექტი ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიქმნება, ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოსინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.
როგორც ცნობილია, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში პირველი ტექნოლოგიური ჰაბიგანთავსდება. ტექნოლოგიური ჰაბი კი თავის მხრივ სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს.
„ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ დიდ ინვესტიციას ვაკეთებთ, რომ მთლიანად ამიერკავკასიაში მძლავრი დატა ცენტრი განთავსდეს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები შეიქმნას. დღეს ხელოვნური ინტელექტი არსებობს და ის მთელს მსოფლიოში გამოიყენება, თუმცა ქართულ ენაზეა ქართული ეკონომიკა, ქართული ბიზნესი ვაჭრობს ქართულ ენაზე, მომსახურებას სთავაზობს ქართულ ენაზე, ქართული ენა არის უნიკალური ენა, ინგლისური ენიდან თარგმნილ ხელოვნურ ინტელექტს ბიზნესი ვერ გამოიყენებს თავისი პროცესებისთვის. ამიტომ ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტი შეიქმნება მხოლოდ ქუთაისი ჰაბში. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია სახელმწიფოსი, რომელიც შემდგომ კერძო სექტორს მარტივად შეუძლია გადაიტანოს კონკრეტულ ბიზნეს ორგანიზაციებში: სტარტაპების, საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების თუ ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიების მეშვეობით. თუმცა ძირითად სამუშაოს სახელმწიფო, კერძოდ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) აიღებს საკუთარ თავზე. რაც თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ იმერეთის, არამედ მთლიანად საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციისთვის“, - განმარტავს ავთანდილ კასრაძე.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ქვეყანას ქართული ენაზე ექნება ხელოვნური ინტელექტი დარგის შემოსავლებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„სექტორის მონაცემები მნიშვნელოვნად გაიზრდება რამდენიმე წელიწადში, რაც შეიქმნება ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი ხელოვნური ინტელექტი. დღეს არ არსებობს საქართველოში კომპანია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შექმნას თავის თავზე აიღებს. ჩვენ საქართველოში, რომ გვყავდეს google, microsoft - ქართული კომპანიები, მაშინ რაღა თქმა უნდა განსხვავებული ვითარება გვექნებოდა“, - განმარტავს კასრაძე.
ავთანდილ კასრაძე საერთაშორისო პრაქტიკებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, ახალგაზრდა თაობის და მით უმეტეს სკოლის მოსწავლეების ინტერესიც მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი.
„როგორც კი ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რაც შემდეგი წლის სექტემბერ-ოქტომბერში მოხდება, სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ დარეგისტრირდნენ. გაკვეთილების ჩატარება არ მოხდება სკოლის პერიოდში. როგორც კი სკოლა მორჩება, ეს მათთვის უკვე უნდა გახდეს მეორე სკოლა, საყვარელი სკოლა, სადაც სიხარულით გაიქცევიან. ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ეს სურათი ვნახეთ, სადაც ასეთი ცენტრია გაკეთებული იქ მუდმივად რამდენიმე კვირიანი რიგებია, იმდენად დიდია ბავშვების მხრიდან მოთხოვნა. განსხვავებით სკოლისა, სადაც მათთვის შესაძლოა ყველა საგანი საინტერესო არ იყოს, აქ ყველა საგანი მათი არჩეულია და თავად ქმნიან თავიანთ მომავალს. რაც მთავარია მოთხოვნად დარგებში ხდება მათი გადამზადება. იმ პროფესიებს სწავლობენ, რომელიც თანდათან მაღალანაზღაურებადი ხდება. მომავალი თაობა უყურებს იმ მიმართულებას, სადაც უფრო დაფასებული იქნება, მეტი რეალიზაციის შესაძლებლობა ექნება და სადაც ცალსახად მეტი შემოსავალიც ექნება“, - აცხადებს კასრაძე.
ცნობილია, რომ ჰაბის ტერიტორიაზე მოეწყობა ინტერაქციული - სამეცნიერო-ტექნოლოგიურიმუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები.
ჰაბში ასევე განთავსდება VR/AR Gaming ლაბორატორია, შეხვედრების და სატრენინგო ოთახები სტარტაპებისა და IT სპეციალისტებისთვის. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.
„სტარტაპები, რომელიც ჩვენ დავაფინანსეთ, მათ 0,5 მლრდ-ზე მეტი შემოსავალი მოიტანეს. ოღონდ ეს ყველა სტარტაპი, ისევე როგორც საერთაშორისო კომპანიები იყურებიან გლობალურ ბაზარზე. რაც ლოგიკურია, იმიტომ, რომ საქართველო პატარა ეკონომიკის ქვეყანაა, მცირე ბაზარია და სტარტაპებს აქვთ ინტერესი, რომ გავიდნენ. დიდ ბაზარზე, გავიდნენ აშშ-ს ბაზარზე, გავიდნენ ევროკავშირის ბაზარზე, გავიდნენ ჩინეთის ბაზარზე, ინდოეთის ბაზარზე და ასე შემდეგ. მათი არჩევანი ლოგიკურია, იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ეკონომიკის გაციფრულება და მისი ციფრული ტრანსფორმაცია, სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი კონცეფცია, რომელიც არის განსხვავებული ყველა დანარჩენი კონცეფციისგან. შენობის თვალსაზრისით ის განთავსდება პარლამენტის ყოფილ შენობაში. ეს იქნება მიზიდულობა პირველ რიგში ქუთაისის მოსახლეობისთვის, მთლიანად იმერეთის მოსახლეობისთვის. აქ განთავსდება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ამიერკავკასიაში პირველი, უნიკალური და ძალიან დიდი მასშტაბის სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი. ეს არის 100%-ით ინტეგრაციაზე დაფუძნებული, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ჩვენს მომავალ თაობას, რომ იქ მივიდნენ და დაინტერესდნენ ტექნოლოგიით. ანუ ეს არ არის მუზეუმი, სადაც ახალი თაობა მიდის და უყურებს ნახატებს. ახალ თაობასთან ასეთი ფორმით ურთიერთობა და მით უმეტეს სწავლა აღარ ხდება. ხელით ეხები. შენი ხელის შეხებით სხვადასხვა პროცესები ხდება და ხვდები, რომ რატომაა ფიზიკის ეს კანონი ასე, ექიმის ის კანონი ისე. როგორ იქნება ტექნოლოგიები, თავადაც ქმნიან ტექნოლოგებს. ყველასთვის აღქმადი ხდება, როგორ ხდება ტექნოლოგიური პროცესი და მის უკან რა არის. აქ იქნება ასევე კრეატიული და IT ტექნოლოგიების სკოლა, რომელიც მთელს მსოფლიოში არის გავრცელებული. მსოფლიოს დიდ დედაქალაქებში ეს უკვე წარმოდგენილია და საქართველოსთვის ის პირველად ქუთაისში იქნება წარმოდგენილი. ის განკუთვნილი იქნება ექსკლუზიურად სკოლის მოსწავლეებისთვის, 11-ზე მეტი მიმართულება იქნება იქ წარმოდგენილი და სკოლის მოსწავლეს რა ინტერესებიც გააჩნია კრეატივის მიმართულებით, ტექნოლოგიების მიმართულებით, მასზე ინდივიდუალურად შექმნილი პროგრამა იქნება და ერთმანეთთან კოოპერაციით სწავლების მეთოდი, რაც სკოლაში არ აქვთ ხოლმე. ისინი ერთად სწავლობენ სხვადასხვა მიმართულებებს და ეს მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების განვითარებისთვის“, - აცხადებს კასრაძე.
უახლესი
3 საათის წინ
„კულა“ 2025 წლიდან ბიო წვენების წარმოებას გეგმავს