დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა კეთდება შუა დერეფანში ტვირთბრუნვის გასაზრდელად - ლევან დავითაშვილის პასუხი

რა კეთდება შუა დერეფანში ტვირთბრუნვის გასაზრდელად - ლევან დავითაშვილის პასუხი

20-11-2024 19:00:00

20 ნოემბერს, ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენციაზე შუა დერეფნის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც „იმედის დილის“ეთერში რუბრიკა Business Insider Georgia-ში ჩართვისას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, შუა დერეფანთან დაკავშირებით არსებობს საგზაო რუკა, რომელიც 2 წლის წინ აქტაუში შეთანხმდა. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პრეზენტაცია უკვე შედგა. 

„ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც კონფერენციის ფარგლებში იყო და იქნება წარმოდგენილი. 20 ნოემბერს ჩანიშნულია შუა დერეფნის პრეზენტაცია, ხოლო შავი ზღვის კაბელის განვითარების შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა პრეზენტაცია. საერთაშორისო თანამეგობრობამ პროექტის განვითარების შესახებ ნახა და მოისმინე ინფორმაცია და ანგარიშები. ორივე პროექტი მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. იცით, რომ შუა დერეფანთან დაკავშირებით ჩვენს გაქვს საგზაო რუკა, რომელიც 2 წლის წინ შეთანხმდა აქტაუში, ყაზახეთში. ეს არის დეტალური გეგმა, თუ თითოეულმა ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს როგორც ინფრასტრუქტურული ისე ზოგადად მართვის გაუმჯობესების მიმართულებით, რათა ამ დერეფანმა არა თუ კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს, არამედ კიდევ უფრო გაიზარდოს. რა თქმა უნდა ბევრი მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, ეს უკავშირდება ზოგადად საჯარო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს, ეს უკავშირდება ასევე მართვის საკითხებს, ეს ასევე უკავშირდება მაღალ დონეზე კოორდინაციას ქვეყნების და ვფიქრობ, რომ მომავალში შუა დერეფნის როლი უფრო მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი იქნება. აქ საუბარია საპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, საქართველოში რკინიგზის მოდერნიზაციის ხანგრძლივ პროექტზე, რომელიც დასასრულს უახლოვდება, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც 2024 წელს განსაკუთრებული პროგრესით ვითარდებოდა და მომავალ წელს ძირითადი მონაკვეთები უკვე დასრულდება. მათ შორის არის ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა. გაციფრულება ოპერაციების და ყველა ის საკითხი როგორც საქართველოში ისე შუა დერეფნის ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს ყველაფერი საშუალებას მისცემს მონაწილე ქვეყნებს, რომ მეტი ტვირთი მოვიზიდოთ და რა თქმა უნდა ეს ტვირთ მფლობელებისათვის  იქნება უფრო კომფორტული და კონკურენტუნარიანი გადაადგილების და გადატანის საშუალება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები