დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა საკითხები განიხილა APM Terminals-მა ფოთში მოქმედი ტერმინალების წარმომადგენლებთან

რა საკითხები განიხილა APM Terminals-მა ფოთში მოქმედი ტერმინალების წარმომადგენლებთან

21-11-2024 13:02:00

USAID-ის შუა დერეფნის ტრანსპორტის და ლოგისტიკის პროგრამა და ფოთის პორტის მმართველი კომპანია APM Terminals Poti, ფოთში მოქმედი ტერმინალების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ტერმინალების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ერთმანეთთან მეტი თანამშრომლობის საჭიროებაზე, ასევე პორტისა და ტერმინალების გაციფრულების აუცილებლობაზე. ამ ნაბიჯებით, ფოთი შეძლებს გახდეს ერთ-ერთ მთავარი ლოგისტიკური ცენტრი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

შეხვედრის მონაწილეებს კომპანია Kaleris-ის წარმომადგენელმა გააცნო ტერმინალების გაციფრულების პლატფორმა, რომელიც საგრძნობლად გაამარტივებს ლოგისტიკურ საქმიანობას ფოთში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები