დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მზეთამზეს“ წარმადობა დაბალია, ჩვენი მიზანია, გაიზარდოს იმ საწარმოების რაოდენობა, რომლებიც პურს ამ ტექნოლოგიით გამოაცხობენ  - კომპანია „გემოვანი“

„მზეთამზეს“ წარმადობა დაბალია, ჩვენი მიზანია, გაიზარდოს იმ საწარმოების რაოდენობა, რომლებიც პურს ამ ტექნოლოგიით გამოაცხობენ - კომპანია „გემოვანი“

21-11-2024 13:00:00

კომპანია „გემოვანის“ თანადამფუძნებელი ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელიც „მზეთამზეს“ ბრენდის ქვეშ სპეციალური ტექნოლოგიით პურს აწარმოებს, აცხადებს, რომ კომპანია სტრატეგიას იცვლის და მათი მიზანია, მარგებელი სურსათი და საკვები უფრო მეტი იყოს ადგილობრივ ბაზარზე.

„მზეთამზეს" პური ბაზარზე 2015 წლიდან გამოჩნდა და კომპანია „გემოვანი" საკუთარი ტექნოლოგიით დამზადებულ პირველადი მოხმარების პროდუქტს დღიურად 1000 ცალის ოდენობით აწარმოებდა. ახლა კი კომპანია „სიმთან" ერთად წარმადობის გაზრდა და გაფართოება გადაწყვიტეს.

კომპანია „გემოვანის“ თანადამფუძნებელი ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ პარალელურ რეჟიმში შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:

„ჩამოვყალიბდით, როგორც არაკომერციულად მომგებიანი არასამთავრობო ორგანიზაცია. რომლის პასუხისმგებლობაა საქართველოში ქართული ჯიშის ხორბლისგან ხარისხიანი პურის წარმოება. პირველი მიმართულებაა - საზოგადოების ცნობიერებაზე მუშაობა. რისთვისაც ინფორმაციის მუდმივი ნაკადი უნდა შევქმნათ, რათა ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია საკვების ხარისხის შესახებ. მეორეა - წარმოების ხელშეწყობა და ხარისხის ნიშნის მართვა, ხოლო მესამე - ბრენდის ჩამოყალიბება და ხელმისაწვდომობა მაღაზიებში.

ახლა „მზეთამზეს“ ბრენდით პურის წარმოება „გემოვანის“ გარეთ ხდება და კომპანია „სიმი“ დღეში 5 ათასს პურს აწარმოებს. ჩვენი მიზანია შევქმნათ მსგავსი  20-მდე წარმოება ქვეყანაში და შესაბამისად ხარისხი და ნედლეული იყოს გაკონტროლებული“, - ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.  

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანია ხარისხიანი პროდუქციის საინფორმაციო მხარდაჭერა, წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობა.  

„ჩვენ, „მზეთამზეს~ დამფუძნებლები, ვხედავთ საკუთარ თავს ამ მიმართუელბით. გვინდა, რომ ამ კუთხით ვემსახუროთ იმ იდეას, რომ ქვეყანაში იყოს მარგებელი ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტები.

„მზეთამზეს“ წარმადობა დაბალია - დღეში 5 ათასი ცალი პური, მაშინ როცა 1,2 -1,3 მილიონი პური იყიდება.  პურის კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები არ კითხულობენ პურის ხარისხს, გადამწყვეტი დაბალი ფასია“, - ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

მისი ინფორმაციით, ყველაზე დაბალი ფასის პურია ქვეყანაში პოპულარული.

„ქვეყანაში იმპორტირებული ხორბალი დომინირებს. კომბინატები იყენებენ ქიმიურ საშუალებებს და ისე აცხობენ პურს. პურმა ფერმენტაცია და მიკრობიოლოგიური პროცესი უნდა გაიაროს. უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომ მხარდაჭერა მივიღოთ სახელმწიფოსგან. ასევე ბიზნესშიც არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ თავიანთ თავს საზოგადოების სამსახურში. მარგებელი სურსათი და საკვები უფრო მეტი უნდა ყოს ბაზარზე“, - აცხადებს ირაკლი ჩავლეიშვილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები