საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოთამაშებისთვის ემზადება. გუნდი 2 უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. ნაკრები დღეს, 21 ნოემბერსქალაქ ჰელსინკიში, ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეორე თამაშს კი ალეკსანდრ ჯიკიჩისგაწვრთნილი გუნდი 24 ნოემბერს თბილისში გამართავს.
თბილისიდან ჰელსინკიში 10 ქართველი კალათბურთელი გაემგზავრა, 4 მოთამაშე ჰელსინკიშივედახვდება, გუნდის უდავო ლიდერი და კაპიტანი, თორნიკე შენგელია კი ნაკრებს დღეს შეუერთდება. სერბი სპეციალისტის რჩეული თხუთმეტეული, რომელიც ჩემპიონატში საქართველოს სახელისთვის იბრძოლებს, ასე გამოიყურება:
აღსანიშნავია, ჩვენს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ორი წაგება აქვს დანიისა და სერბეთის ნაკრებებისწინააღმდეგ და G ჯგუფის ბოლო ადგილზეა. ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად აუცილებელია, რომ ჯგუფში ბოლო ადგილზე არ გავიდეთ, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფინეთისნაკრებთან ორივე შეხვედრაში გამარჯვება, რათა კონტინენტის საუკეთესო სანაკრებო ტურნირზე ზედიზედმეექვსედ ვითამაშოთ.
ისღა დაგვრჩენია, ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს დარჩენილ ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში. ვიმედოვნოთ, რომ ამჯერადაც გავალთ ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 2025 წლის 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდშია დაგეგმილი.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა