„სკიჯის სახლი“ საახალწლო საჩუქრების სამზადისშია. როგორც Business Insider Georgia-სთან სკიჯის ოჯახის წევრმა მაკო ცირეკიძემ განაცხადა, ახლა საახალწლო კორპორატიული საჩუქრების სამზადისში არიან და ამ კუთხით „სკიჯის სახლში“ აქტიური პერიოდია.
„გაზაფხულიდან შუა შემოდგომამდე გვაქვს ტურისტულად დატვირთული სეზონი. შემდეგ იწყება ჩირის წარმოება- რეალიზაციისთვის აქტიური პერიოდი. კორპორატიული ხაზი ჩვენი გაყდვების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კორპორატიულ ნაწილში წელს გვაქვს სამი ტიპის შეთავაზება: "ნამეტანი კაი", "გადასარევი" და "მთლად კაი" საჩუქრები - სადაც არის ჩვენი პროდუქტით სავსე გურული ნობათი: ჩირები, ხილის ჩაი, გატარებული ჩირის კანფეტები, გურული ჯანჯუხები, ჩვენი წარმოების ჯემები და მურაბები, ჩირის გრანულები შოკოლადით, ხილის არაყი. შეთავაზებაში გვაქვს გურული, ადგილობრივი, საოჯახო მარნების ღვინოები. წლევანდელი ახალი წლისთვის გვექნება ახალი პროდუქტი - ჩირის ორცხობილები. ამ პროდუქტებით ვქმნით სასაჩუქრე ბოქსებს ან კალათებს რომელსაც ვთავაზობთ კომპანიებს, რომლებიც განსაკუთრებულ საჩუქრებს ეძებენ საახალწლოდ“, - ამბობს მაკო ცირეკიძე.
წელს „სკიჯის სახლი“ საახალწლო ბოქსების საცალო ბაზარზე გატანასაც გეგმავს.
„ვფიქრობთ, საახალწლო ბოქსები ჩავუშვათ საცალო ბაზარზეც. „წერტის“ ქსელს, სადაც ჩვენი პროდუქცია იყიდება მალე გავუკეთებთ ამ შეთავაზებას, რადგან გამოიკვეთა, რომ მომხმარებლის მხიდან ამ ტიპის შეთავაზებაზე მოთხოვნა არსებობს. ბოქსები „წერტში“ სავარაუდოდ 15 დეკემბრიდან გამოჩნდება“, - ამბობს „სკიჯის სახლის“ წარმომადგენელი.
„სკიჯის სახლი“ ჩირის წარმოების გარშემო განვითარებული ეკო-ტურისტული კომპლექსია გურიაში რომელმაც საქმიანობა 2016 წლიდან დაიწყო . დროთა განმავლობაში ბრენდის საქმიანობები ასე ჩამოყალიბდა: "სკიჯი" - ჩირის წარმოება ადგილობრივი ხილისგან, 150-წლიან გურულ ოდაში; "სკიჯის სახლი" - ეკო-ტურისტული განთავსების სივრცე; "სკიჯის გურული სამზარეულო" - ტრადიციული გურული კერძები, ჩირის აქცენტებით; ჩირის დამზადების და კულინარიული მასტერკლასები;
„სკიჯი“ ასე ჰქვია ჩირის ბრენდს, რომელიც ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე- #წერტის და #ქუქიბეიქერის ქსელში იყიდება. ბრენდი მოლაპარაკებას აწარმოებს ერთ-ერთ სოლიდურ ქსელთან, რომლის შედეგებიც მალე გახდება ცნობილი. საწარმოში ყოველწლიურად 20 ტონამდე ხილი მუშავდება, საიდანაც 5 ტონამდე მზა პროდუქტს იღებს. გარდა ჩირისა, საწარმო უშვებს ხილის ჩაის და ჯანსაღ ტკბილეულს გატარებული ჩირის კანფეტებს სახით, რომელსაც ოთხი მიმართულება აქვს: საბავშვო, კალორიული, დიაბეტური და ფიტნესი.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა