მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

მიხეილ სარჯველაძე დღის ცენტრების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

news image

ჯანდაცვის სამინისტროში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება - მიხეილ სარჯველაძე, სამომავლო პრიორიტეტების, საჭიროებებისა და მომავალი წლის ბიუჯეტის განსაზღვრის მიზნით, დღის ცენტრების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა, დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის შესახებ იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობასა და  მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. ასევე, განიხილეს სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლო გზები.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და რეალიზებაა. მისივე განმარტებით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს, ისე - სექტორში მომუშავე კერძო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე, მოადგილე ბელა გოგუა, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე და სოციალური პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი თამარ გოცაძე ესწრებოდნენ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა