შოკოლადის იმპორტი 8%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 75,062.81 ათასი დოლარის ღირებულების 17,047.55 ტონა შოკოლადი იყიდა, 2023 წლის ათ თვეში კი 15,717.74 ტონა, რომლის ღირებულებაც 63,526.08 ათასი დოლარი იყო.
ქვეყანაში იმპორტირებული შოკოლადი დიდი ნაწილი საქართველოში რუსეთიდან შემოდის. სწორედ რუსეთზე მოდის იმპორტირებული შოკოლადის 42%-ი. მეორე ადგილზე კი უკრაინაა.
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო შოკოლადს ყიდულობს:
საგულისხმოა, რომ ქვეყანაში შოკოლადის იმპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2023 წელს საქართველომ 22,207.22 ტონა შოკოლადი იყიდა, 2022 წელს კი 21,307.45 ტონა, ზრდა 4%-ა.
უახლესი
11 წუთის წინ
„სკიჯის სახლი“ საახალწლო ბოქსების წარმოებას იწყებს